კურსის მონაწილეთა გაცნობა
ციფრული წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა
გარდა იმისა, რომ ისტ-ის გამოყენება მოსწავლეებს ეხმარება სხვადასხვა სასწავლო საგნით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაში, იგი ხელს უწყობს თვით ისტ-თან დაკავშირებული კომპეტენციების განვითარებასაც. ეს კი მნიშვნელოვანია თანამედროვე ცხოვრებაში აუცილებელი ციფრული წიგნიერების შესაძენად. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ციფრული, ისევე, როგორც რაოდენობრივი წიგნიერება, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წიგნიერება ტრადიციული გაგებით. ამგვარად, დაწყებით საფეხურზე ისტ-ის გამოყენებისას არანაკლები ყურადღება უნდა მიექცეს ისეთი კომპეტენციების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, როგორებიცაა კომპიუტერის შეტანა-გამოტანის მოწყობილობების გამოყენება (კლავიატურა, თაგვი, ეკრანი); ციფრული მოწყობილობისა თუ ელექტრონული რესურსის პარამეტრების გააზრება (მაგალითად, მეხსიერება, ფერების რაოდენობა, საჭირო აპარატურული რესურსები); ციფრული მოწყობილობის მუშაობის პრინციპებისა და ინფორმაციის შენახვა, დამუშავება და მისი გადაცემის შესახებ წარმოდგენის შექმნა (მაგალითად, ოპერაციული სისტემისა და ფაილის ცნებების გააზრება, ასევე იმის გააზრება, რომ ტექსტური, გრაფიკული და აუდიო მასალა ციფრულ მოწყობილობაში ინახება ერთი და იმავე სახის ერთეულში).
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება
გ) საგნის სწავლების ორგანიზება
პროგრამირების ელემენტებს: მონაცემთა სტრუქტურები (მონაცემთა შენახვის, დამუშა-
ვების, გადაცემის ხერხები), ალგორითმები (ალგორითმის ცნება, ალგორითმის სახეები,
თვისებები, ჩაწერის ხერხები), ალგორითმების შეფასების ხერხები, ალგორითმის პროგ-
რამული რეალიზაცია.
- მეორე კურსი - მულტიმედია და დიზაინი, რომელიც მოიცავს, ვებ-დიზაინის, გრაფიკუ-
ლი დიზაინის და მულტიმედიის ელემენტებს.
დ) მიმართულებების აღწერა
I. ინფორმაციის მოძიება და კვლევა ისტ-ის გამოყენებით.
II. ინფორმაციის ორგანიზება და შენახვა ისტ-ის გამოყენებით.
ისტ რესურსების შექმნა
III. ციფრული მასალის შექმნა ისტ-ის გამოყენებით.
IV. კომუნიკაცია ისტ-ის გამოყენებით.
კვლევა და კომუნიკაცია
კურსის წარდგენა: მიზანი, შედეგები, განრიგი, საორგანიზაციო საკითხები, მუშაობის ფორმები, სამუშაო წესები, მონაწილეთა შეფასების საკითხები
აქტიური ლექცია PP (PowerPoint) პრეზენტაციის გამოყენებით, კურსის სილაბუსის გაცნობა, კითხვები და პასუხები
სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები
სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულები (გაკვეთილი, თემატური ერთეული, თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი)
გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურები: დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება
გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი (ABC)
D-GP-IP ( დემონსტრირება - მართული პრაქტიკა - დამოუკიდებელი ვარჯიში) - სწავლა-
სწავლების რამდენიმე ეფექტიანი სტრატეგია ისტ-ის გამოყენებით
D-GP-IP - ცნების რუკა, როგორც ეფექტიანი პედაგოგიური ინსტრუმენტი
ციფრული წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესში ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას. გარდა იმისა, რომ ისტ-ის გამოყენებით შესაძლებელია უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიური სასწავლო მასალის შექმნა და გამოყენება, მისი საშუალებით შესაძლებელია სასწავლო შინაარსი გავხადოთ ინტერაქტიული. შედეგად, მოსწავლე ინფორმაციის პასიური მიმღები კი არ არის, არამედ მას თავად შეუძლია სასწავლო შინაარსის მოდიფიცირება და შექმნაც კი. ყოველივე ეს კი სრულად შეესაბამება სასწავლო პროცესისადმი თანამედროვე, კონსტრუქტივისტურ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს ცოდნის მიგნებასა და შექმნას თვით მოსწავლის მიერ.
ბ) საგნის სწავლების მიზნები და ამოცანები
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების ძირითადი მიზანია ინფორმირებული, ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანად გამოყენების უნარის მქონე, ეთიკური და კანონმორჩილი პიროვნების აღზრდა, რომელიც შეძლებს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებას, მართვას, დამუშავებას, შეფასებას, ანალიზს და მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას; რომელიც აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ; თავად ქმნის ღირებულებებს და საკუთარი წვლილი შეაქვს საზოგადოების წინსვლაში.
- ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს საბაზისო ცოდნა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ, ასევე მათი მოხმარების პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც საკმარისი იქნება როგორც მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის, ასევე შემდეგ საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად.
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ.
- მოსწავლემ უნდა იცოდეს ისტ-თან დაკავშირებული ცნებები და ფლობდეს შესაბამის ოპერაციებს (იგულისხმება ისტ-ის დანიშნულება და მათი მოქმედების ძირითადი პრინციპები).
- მოსწავლეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ისტ-ით სარგებლობის სოციალური, ეთიკური გარემოს დაცვასთან და ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული პრობლემები (იგულისხმება ინფორმაციისა და პროგრამული უზრუნველყოფის ეთიკისა და არსებული კანონმდებლობის დაცვით გამოყენება).
- მოსწავლე უნდა ფლობდეს ციფრული პროდუქტების შესაქმნელ საშუალებებს;
- მოსწავლე უნდა ფლობდეს კომუნიკაციის ციფრულ საშუალებებს;
- მოსწავლე უნდა ფლობდეს კვლევის ციფრულ საშუალებებს (იგულისხმება ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებიდან მოძიება, შენახვა, დამუშავება, ანალიზი და ანალიზის საფუძველზე დასკვნების ჩამოყალიბება).
- მოსწავლეს უნდა შეეძლოს ისტ-ის გამოყენება საყოფაცხოვრებო და რეალური ვითარების დროს წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრისას.
გ) საგნის სწავლების ორგანიზება
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლებაში განისაზღვრა ორი მიდგომა. ესენია: ა) ისტ-ი, როგორც დამოუკიდებელი საგანი, ბ) ისტ-ი, როგორც ინტეგრირებული სხვა სასწავლო დისციპლინებში. ცალკე საგნად სწავლებისას მოსწავლე იძენს საჭირო საბაზისო კომპეტენციებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლების საწყის ეტაპზე, როცა მოსწავლე არ ფლობს საბაზისო უნარ-ჩვევებს და, შესაბამისად, მისთვის ამ კომპეტენციების გამომუშავება ისტ-ის სხვა საგნებთან ინტეგრირების რეჟიმში უფრო რთული იქნება. იმ კლასებში, რომლებშიც არ არის განსაზღვრული ისტ-ის ცალკე საგნად სწავლება, მოსწავლეთა ისტ კომპეტენციების განვითარება ცალკეული საგნების ფარგლებში უნდა გაგრძელდეს. ამას გარდა, სპეციალური პროექტებისა თუ სხვადასხვა კონკურსების.
ისტ-ის სწავლების ორგანიზება
დაწყებით
საფეხური
|
ი
|
საბაზო საფეხური
|
საშუალო საფეხური
|
|||||||||
კლასები
|
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
6
|
7
|
8
|
9
|
10
|
11
|
12
|
საგნის
სწავლების
ფორმა
|
ცალკე საგანი
|
ინტეგრირე ბული
|
ცალკე საგანი
|
ინტეგრირე ბული
|
ცალკე საგანი
|
|||||||
ინტეგრირებული
|
ინტეგრირებული
|
|||||||||||
დონეების რეალიზაცია
|
I დონე
|
II დონე
|
III დონე
|
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნობრივი პროგრამა შედგენილია კომპეტენციის დონეების მიხედვით. გამოიყოფა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფლობის 3 დონე:
- I დონე. დამწყები მომხმარებლისთვის საჭირო ცოდნა და უნარები: ძირითადი მოწყობილობების ცოდნა, ოპერაციული სისტემა, ტექსტთან და მულტიმედიურ მონაცემებთან მუშაობა (შექმნა, რედაქტირება), ოპერაციები ფაილებზე, ინტერნეტი და ელ-ფოსტა, საოფისე პროგრამების პაკეტი.
- II დონე. დაოსტატებული მომხმარებლისთვის საჭირო ცოდნა და უნარები: გარდა იმისა, რომ I დონის სასწავლო მასალა მეორდება გაღრმავებულად, მას ემატება სხვა, უფრო რთული კომპონენტები. ოპერაციული სისტემები (უფრო ღრმად) და ოპერაციულ სისტემებს შორის განსხვავება, ელექტრონული ცხრილების გამოყენება პრობლემების გადასაჭრელად, სამაგიდო გამომცემლობის ელემენტები, ვებდიზაინის ელემენტები.
- III დონე. გათვალისწინებულია ორი კურსი. სკოლას ექნება მათ შორის არჩევანის გაკეთების საშუალება:
პროგრამირების ელემენტებს: მონაცემთა სტრუქტურები (მონაცემთა შენახვის, დამუშა-
ვების, გადაცემის ხერხები), ალგორითმები (ალგორითმის ცნება, ალგორითმის სახეები,
თვისებები, ჩაწერის ხერხები), ალგორითმების შეფასების ხერხები, ალგორითმის პროგ-
რამული რეალიზაცია.
- მეორე კურსი - მულტიმედია და დიზაინი, რომელიც მოიცავს, ვებ-დიზაინის, გრაფიკუ-
ლი დიზაინის და მულტიმედიის ელემენტებს.
დ) მიმართულებების აღწერა
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული კომპეტენციები დაყოფილია რამდენიმე მიმართულებად. ესენია:
ძირითადი ცნებები და ოპერაციებიI. ინფორმაციის მოძიება და კვლევა ისტ-ის გამოყენებით.
II. ინფორმაციის ორგანიზება და შენახვა ისტ-ის გამოყენებით.
ისტ რესურსების შექმნა
III. ციფრული მასალის შექმნა ისტ-ის გამოყენებით.
IV. კომუნიკაცია ისტ-ის გამოყენებით.
კვლევა და კომუნიკაცია
V. ისტ-ის გამოყენების სფეროების ცოდნა, მისი უპირატესობების გაცნობიერება. ეთიკური ნორმების დაცვა ისტ-ის გამოყენებისას.
VI. ციფრული საშუალებების მართვა (ტექნიკური კომპეტენციები).
წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, ამ კომპეტენციების ჩამოყალიბება იწყება კურსის პირველივე საფეხურიდან. ზოგიერთი (საბაზისო) კომპეტენციის ჩამოყალიბება უნდა დასრულდეს კურსის პირველივე საფეხურზე, მაგრამ ისინი ღრმავდება კურსის მეორე საფეხურზე, რაშიც განსაკუთრებულ როლს თამაშობს ისტ-თან დაკავშირებული კომპეტენციების ინტეგრირება სხვა სასწავლო დისციპლინებში. მეორე საფეხურზე ფართოვდება კომპეტენციების ის ნაწილი, რომელთა ჩამოყალიბება იწყება კურსის პირველ საფეხურზე.
გარდა უნარ-ჩვევებთან დაკავშირებული კომპეტენციებისა, დოკუმენტში წარმოდგენილია სასწავლო მასალის შინაარსი, რომელიც თემატური საკითხების ჩამონათვალის სახითაა მოცემული.
როგორც ვხედავთ, სასწავლო პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიების ინტეგრირება თანამედროვე სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია, რაც სწავლების ყველა საფეხურსა და ყველა საგნობრივ ჯგუფს ეხება. გარდა ამისა, დამოუკიდებელი საგნის სახით, ისტ-ი უკვე დაინერგა პირველ, მეხუთე და მეექვსე კლასებში.
სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციოტექნოლოგიები
საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის მიზანია, მოსწავლეებს მისცეს ცოდნა და განუვითაროს ის უნარები და დამოკიდებულებები, რომლებიც შეესაბამება საქართველოს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსა და ეროვნულ სასწავლო გეგმას.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაზღვრული ძირითადი პრინციპები:
- საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე და მიღწეული შედეგი (მნიშვნელოვანია არა იმდენად ის, თუ რის სწავლებას ცდილობს მასწავლებელი, არამედ ის, თუ რა ისწავლა მოსწავლემ).
- გათვალისწინებულია მოსწავლის ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობები და ასაკის შესაბამისი ინტერესები.
- სწავლა ნიშნავს არა მარტო ინფორმაციის დაგროვებას, არამედ ცოდნის, უნარ–ჩვევებისა და დამოკიდებულებების განვითარებას.
- სწავლებაში მოიაზრება არა ერთი კონკრეტული გზა, არამედ მასწავლებლისა და მოსწავლის მიერ ერთობლივად შერჩეული ოპტიმალური ვარიანტის ძიება.
- მთავარი ორიენტირი ხდება არა ცოდნის ოდენობა, არამედ ხარისხი. მნიშვნელოვანია არა მარტო ის, რა ისწავლა მოსწავლემ, არამედ როგორ ისწავლა და როგორ შეუძლია ამ ცოდნის გამოყენება.
- მოსწავლეზე ორიენტირება - მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება არის მიდგომა, რომელიც ფოკუსირდება მოსწავლეების საჭიროებებზე, შესაძლებლობებზე, ინტერესებსა და სწავლის სტილზე. ის განსხვავდება მასწავლებელზე ფოკუსირებული მიდგომისაგან, სადაც მასწავლებელს პროცესის აქტიური წარმმართველის, ხოლო მოსწავლეს - პასიური მიმღების როლი აქვს. მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლის დროს მოსწავლე აქტიურია სწავლის პროცესში, ხოლო მასწავლებელი გეზის, მიმართულების მიმცემია;
- სწავლის მოტივაციის გაღვივება და მუდმივი სტიმულირება, მათ შორის, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების გზით;
- ცოდნის გარდა, უნარ-ჩვევებსა და დამოკიდებულებებზე ორიენტირება - სასწავლო ერთეულები ორიენტირებულია არა მხოლოდ ინფორმაციული ცოდნის დაგროვებაზე, არამედ პრაქტიკული უნარების გამომუშავებასა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე;
- მრავალფეროვანი სასწავლო საშუალებებისა და რესურსების გამოყენება - პედაგოგი იყენებს არა მხოლოდ დაფასა და ნაბეჭდ რესურსებს, არამედ ელექტრონულ რესურსებს, მათ შორის ისტ-ს;
- თანამშრომლობაზე დაფუძნებული სწავლა-სწავლება - სასწავლო პროცესი გამდიდრებულია იმგვარი აქტივობებით, რომლებიც მოითხოვს ურთიერთობასა და ერთობლივ მუშაობას წყვილებსა და მცირე ჯგუფებში. სასწავლო პროცესი მოიცავს ინფორმაციის მუდმივ გაცვლა-გამოცვლას მასწავლებელსა და მოსწავლეს, ასევე თვით მოსწავლეებს შორის;
- აქტიური სწავლა-სწავლება - სწავლის პროცესში მოსწავლეები აქტიურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან, იყენებენ ინფორმაციის ელქტრონულ და სხვა სახის წყაროებს, დამოუკიდებლად გამოაქვთ დასკვნები; მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეებს, რათა მათ თავად, საკუთარი ინიციატივით დაგეგმონ ის საქმიანობა, რომლის განხორციელების შედეგადაც გარკვეულ ნაშრომს შექმნიან;
- ინფორმაციის ანალიზის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებაზე დაფუძნებული სწავლა-სწავლება - ყალიბდება მრავალი აზრი; ხდება მათი განხილვა, დასაბუთება და შეჯერების გზით გადაწყვეტილების მიღება;
- ავთენტური სწავლა - თემატიკა, მასალა, სასწავლო პროცესი და გარემო დაკავშირებულია მოსწავლეების ცხოვრებასთან, მათ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან, რეალურ საჭიროებებთან. ამოცანები იმ პრობლემის ანალოგიურია, რომლებსაც ზრდასრულები/პროფესიონალები აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში/კვლევის სფეროში.
სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულები და ისტ-ის გამოყენება
კომპიუტერიზაცია და ინტერნეტ-სივრცეში ჩართვა დიდ დახმარებას უწევს სკოლას ძირითადი საგანმანათლებლო ამოცანების განხორციელების გზაზე. ისტ-ი ეფექტიანად გამოიყენება ისეთ საქმიანობებში, როგორებიცაა:
- გაკვეთილებისა და თემატური ერთეულების წარმართვა (ისტ-ის გამოყენება დაგეგმვის, მომზადების, ჩატარებისა და შეფასების ფაზებში);
- ინდივიდუალური ან ჯგუფური სამუშაოების წარმართვა სხვადასხვა ტექნიკური საშუალებისა და პროგრამის გამოყენებით;
- თანამშრომლობითი სასწავლო პროექტების წარმართვა (კვლევის ფაზაში სხვადასხვა წყაროს, მათ შორის ელექტრონული რესურსების მოძიება, გაანალიზება, შექმნა და წარდგენა კლასის, სკოლის ან ზოგადად, საზოგადოების წინაშე; დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების გამოქვეყნება ელექტრონული ფორმატით);
- საქმიანობის დინამიკისა და მიღწევების შეფასება/თვითშეფასება როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეების მიერ (რუბრიკების შედგენა-შევსება, ელექტრონული პორტფოლიოების წარმოება, დიაგრამების აგება და სხვ.).
მთავარია, რომ გლობალური ქსელი პედაგოგისა და მოსწავლეების მუშაობის პროცესისა თუ შედეგების გაზიარების, კავშირების დამყარების, კოლეგების, ექსპერტებისა და სხვა დაინტერესებული პირების აზრის შეტყობის საშუალებას იძლევა.
ამრიგად, საინფორმაციო ტექნოლოგიები არა მხოლოდ შესწავლის საგანია, არამედ გამოიყენება, როგორც ინსტრუმენტი პედაგოგიური ამოცანების შესასრულებლად. თუმცა თვით ამ ინსტრუმენტის შესწავლასაც გარკვეული ძალისხმევა, დრო და პრაქტიკა სჭირდება.
რა არის სწავლა-სწავლების პროცესი და რა ძირითადი ერთეულებისაგან შედგება იგი?
თანამედროვე შეხედულებით, სწავლა-სწავლება (ანუ სასწავლო პროცესი) (ა) ცოდნის გაფართოება-გაღრმავების, (ბ) უნარ-ჩვევების დაუფლებისა და (გ) ღირებულებითი მიმართებების ჩამოყალიბების უწყვეტი, კომპლექსური პროცესია. ეს სამი კომპონენტი, როგორც წესი, ამა თუ იმ ამოსავალი საკითხის/თემის/იდეის/პრობლემის თანმიმდევრული დამუშავებით ხორციელდება. სასწავლო პროცესი შემდეგ ერთეულებად შეიძლება წარმოვადგინოთ:
გაკვეთილი სწავლა-სწავლებისათვის განკუთვნილი დროის სტრუქტურირებული პერიოდია.
არსებობს გაკვეთილის სხვადასხვა ფორმატი, კერძოდ:
(1) ერთი მასწავლებელი და ბევრი მოსწავლე;
(2) კერძო მეცადინეობა: ერთი მასწავლებელი და ერთი მოსწავლე;
(3) მეცადინეობა მასწავლებლის გარეშე, სახელმძღვანელოებისა და მულტიმედიის გამოყენებით;
(4) ვიდეოკონფერენცია, რომელიც საშუალებას აძლევს სხვადასხვა სივრცეში (ოთახში) განთავსებულ მოსწავლეებსა და მასწავლებელს, ერთობლივად წარმართონ სასწავლო პროცესი.
ჩვენ, ამ ეტაპზე, ძირითადად, (1) ფორმატზე შევჩერდებით, რაც ტიპურია ქართული სკოლისათვის. განვიხილავთ ისტ-ის გამოყენებას:
ა) კლასში, სადაც განთავსებულია ერთი კომპიუტერი
ბ) კლასში, სადაც რამდენიმე კომპიუტერია.
ორივე შემთხვევაში, წარმატებულად შეიძლება ისტ-ის გამოყენება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და სწავლების პროცესის ეფექტიანობის გაზრდისათვის.
გაკვეთილი შეიძლება დაიყოს ფაზებად და აქტივობებად. მომდევნო ტრენინგზე ჩვენ დეტალურად განვიხილავთ გაკვეთილის სამფაზიან მოდელს (A. მოლოდინის განსაზღვრა/გამოწვევა --- B. ცოდნის კონსტრუირება2/შინაარსის რეალიზება --- C. გამთლიანება/რეფლექსია3). თითოეული ფაზა, შესაძლებელია, მოიცავდეს ერთ ან რამდენიმე აქტივობას.
აქტივობა არის მასწავლებლის მიერ დაგეგმილი და მოსწავლეების მიერ შესრულებული თანმიმდევრული ქმედებები, რომლებიც კონკრეტული სასწავლო მიზნის მიღწევას ემსახურება. მიზნიდან გამომდინარე, მასწავლებელმა შეიძლება დაგეგმოს ერთი ან რამდენიმე აქტივობა და ასევე,
მათი ჩატარების თანამიმდევრობა. აქტივობა ისე უნდა დაიგეგმოს, რომ შენარჩუნდეს მოსწავლეთა ინტერესები და მოტივაცია. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა გაითვალისწინოს:
- კონკრეტულად რის გაკეთება მოეთხოვებათ მოსწავლეებს;
- რა როლი უნდა შეასრულოს თავად მასწავლებელმა ამ პროცესში;
- რა ცოდნა, უნარები, შესაძლებლობები და გამოცდილება აქვთ მოსწავლეებს;
- როგორ იქნება გამოყენებული სასწავლო რესურსები, მათ შორის, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
თემატური ერთეული არის გაკვეთილების სერია, რომლის მიზანია ერთი საკითხის/თემის/პრობ-ლემის სხვადასხვა კუთხით განხილვა და ამგვარად შესწავლა. თემატური ერთეული ორი სახისაა:
1. საგნობრივი
2. საგანთაშორისი
ხშირად თემატური ერთეული ერთზე მეტი საგნის ინტეგრირებას მოითხოვს. ასეთ შემთხვევაში, მასწავლებლები ერთად გეგმავენ და ატარებენ (ზოგჯერ ერთდროულად, ზოგჯერ კი მიმდევრობით) საგანთაშორის თემატურ ერთეულს.
საუკეთესო შემთხვევაში, თემატური ერთეულის მსვლელობა გამდიდრებულია კვლევითი აქტივობებით, მრავალფეროვანი რესურსების გამოყენებით, ცოცხალი მსჯელობით, ნამუშევრების პრეზენტაციით და სხვ. როცა თემატური ერთეული ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრაზეა ორიენტირებული, იგი საგანმანათლებლო-კვლევითი პროექტის სახეს იღებს. ჩვეულებრივ, თემატური ერთეული 1 კვირიდან 1 თვემდე გრძელდება (საათობრივი ბადის გათვალისწინებით).
ეროვნული სასწავლო გეგმა გარკვეულ თავისუფლებას ანიჭებს მასწავლებელს თემატიკისა და შინაარსის შერჩევაში. მართალია, ზოგიერთი ქვეთავი რეკომენდებული თემატიკით/შინაარსით მთავრდება, მაგრამ ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩამოთვლილი თემები რეკომენდებულია და არა სავალდებულო.
სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, მასწავლებელი თემატური ერთეულის მნიშვნელობას უგულებელყოფს და თითო თემის/საკითხის დამუშავებას თითო გაკვეთილს უთმობს. საამისოდ მრავალი ობიექტური მიზეზი არსებობს, დაწყებული დისციპლინების იზოლირებულობით და დამთავრებული სასწავლო სტრატეგიების მწირი არსენალით. თუ მთავარი მიზეზი გადატვირთული სასწავლო გეგმა ან თემატურად დახუნძლული სახელმძღვანელოა, მასწავლებლებს ვთხოვთ, გაიხსენონ ინტეგრირებული ცოდნის ეფექტიანობა და ვურჩევთ, თითო სემესტრში თითო თემატური ერთეული მაინც ჩაატარონ.
ერთ-ერთი სამთავრობო დაწესებულება გარემოს დაცვით არის დაკავებული. ამ უწყების რამდენიმე ექსპერტს მნიშვნელოვანი ამოცანა დაუსახეს: მათ უნდა შეიმუშავონ კანონპროექტი, რომელიც მოსახლეობას (განსაკუთრებით, მის მცირეწლოვან ნაწილს) ტყვიით მოწამლვისაგან დაიცავს. ამ საქმეს ერთი კაცი ვერ შეასრულებს, ვინაიდან პრობლემას მრავალმხრივი განხილვა და ექსპერტიზა სჭირდება. ფიზიკოსის, ეკოლოგის, ინჟინრის, ეკონომისტის, პოლიტიკური მეცნიერებების სპეციალიტის ჩართვა და პროცესის ეფექტური კანონით დაგვირგვინება კი დროსა და ძალისხმევას მოითხოვს.
რეალურ ცხოვრებაში კვლევა-ძიება სწორედ ასე მიმდინარეობს: სპეციალისტები პრობლემას ასპექტების მიხედვით ინაწილებენ და ცალკეულ სფეროში დაგროვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ერთობლივად მუშაობენ მის გადაჭრაზე.
ზოგჯერ შესასწავლი თემა/პრობლემა საკმაოდ ფართო და მრავალმხრივია. შესაბამისად, სასურველია, იგი სიღრმისეულად დამუშავდეს და ერთი გაკვეთილის ფარგლებში არ ამოიწუროს (”მდინარის” ან ”საფრენი აპარატების” შესწავლას შეიძლება დაეთმოს 45 წუთი, 45 საათი, 45 დღე ან 45 წელიც კი). გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი თემა/პრობლემა (საგნობრივი ჯგუფის მიუხედავად) შეიძლება იმგვარად დამუშავდეს, რომ
- სხვადასხვა საგნის/დარგის ინტეგრირების გზით წარიმართოს (არ არის ძნელი, წარმოვიდგინოთ, რამდენი დისციპლინის ჭრილში შეიძლება ”მდინარის” განხილვა): მაგ.: ქართული ენა და ლიტერატურა: მდინარე ვაჟა-ფშაველას, ნიკოლოზ ბარათაშვილის ან სხვა მწერალთა შემოქმედებაში; ისტორია და გეოგრაფია: მდინარის როლი/დანიშნულება საზოგადოების განვითარებისა და თანაცხოვრების პროცესში; უცხო ენა: მდინარის და მისი შემოგარენის დახასიათება (ლექსიკური მარაგის გამდიდრება); მათემატიკა: დინების სიჩქარის გავლენა მოძრაობის დროის გამოთვლისას; ფიზიკა: ამომგდები ძალა, დინების გამომწვევი მიზეზები; ხელოვნება: მდინარე ხელოვანთა ნამუშევრებში და სხვ.
- ბევრი ზოგადი თუ სპეციფიკური უნარ-ჩვევის განვითარება გამოიწვიოს (მაგალითად, გააზრებული კითხვის უნარი წარმატებით განვითარდება იმის მიუხედავად, ტექსტს მდინარის, მწერის აგებულებისა თუ რობოტის დამზადების შესახებ ვკითხულობთ).
თუ მასწავლებელი სრულყოფილი მოქალაქეობისთვის ამზადებს ბავშვებს, თემატური ერთეულების გამოყენებაზე აუცილებლად უნდა დაფიქრდეს.
თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი გარკვეული პრობლემის შესწავლასა და გადაჭრაზე ორიენტირებულ ქმედებათა ერთობლიობაა, რომელიც მასწავლებლის ზედამხედველობითა და მოსწავლეთა თანამშრომლობით ხორციელდება. სასწავლო პროექტები, ძირითადად, ორი სახისაა: ა. კვლევითი და ბ. საზოგადოებრივი. კვლევითი სასწავლო პროექტი უფრო მეტად პრობლემის შესწავლაზეა ორიენტირებული, ხოლო საზოგადოებრივი სასწავლო პროექტი აუცილებლად გულისხმობს შესწავლილი პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ მოქმედებებსაც. მაგალითად, კვლევითი პროექტის ფარგლებში შეიძლება გავაანალიზოთ მოცემული უბნის/თემის ტერიტორიაზე მცხოვრები მოხუცების მდგომარეობა და პრობლემები, დავწეროთ ანგარიში ჩატარებული გამოკვლევის შესახებ და მოვაწყოთ პრეზენტაცია. ამავე თემაზე აგებული საზოგადოებრივი დანიშნულების პროექტი, კვლევისა და პრეზენტაციის გარდა, პრობლემის გადაჭრის ალტერნატივების განხილვას და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასაც ითვალისწინებს. არსებობს სასწავლო პროექტის დაგეგმვისა და ორგანიზების რამდენიმე ეფექტური სტრატეგია, რომლებიც დაწვრილებითაა აღწერილი 200 გვერდზე.
სასწავლო პროექტი ავითარებს არა მხოლოდ მოსწავლეთა ცოდნის დონეს, არამედ უნარ-ჩვევებსა და დამოკიდებულებებსაც. ის გულისხმობს გუნდში ფუნქციების გადანაწილებასა და რესურსების მართვას, გადაწყვეტილების მიღებისას კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბება/გაძლიერებას, ურთიერთსწავლებას.
თანამშრომლობითი სასწავლო პროექტები, შესაძლოა, რამდენიმე კვირის ან მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში, გაკვეთილის მსვლელობისას პროექტით გათვალისწინებულ საქმიანობას კლასი რამდენიმე წუთის განმავლობაში განიხილავს, დანარჩენი დრო კი მიმდინარე გაკვეთილს ხმარდება.
თანამშრომლობითი სასწავლო პროექტები, შესაძლოა, პედაგოგმა მთელი კლასისათვის დაგეგმოს. მიზნის მისაღწევად ის მოსწავლეებს სხვადასხვა პროექტს სთავაზობს, რომლებსაც მცირე ჯგუფები განახორციელებენ. მოსწავლეებს საშუალება აქვთ, მათთვის სასურველი პროექტი აირჩიონ. პროექტის შერჩევის დროს მინიჭებული თავისუფლება კონკრეტულ თემაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვინაიდან მოსწავლეები უფრო მოტივირებულად და შემოქმედებითად ერთვებიან სამუშაო პროცესში.
გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურები
დაგეგმვა - მომზადება - წარმართვა - შეფასება
ქვემოთ, ძირითადად, ორ საკითხზე გავამახვილებთ ყურადღებას:
ა) როგორ ხორციელდება მასწავლებლის მიერ გაკვეთილის ორგანიზება თითოეულ საფეხურზე?
ბ) როგორ არის შესაძლებელი ისტ-ის ეფექტურად გამოყენება თითოეულ საფეხურზე?
გაკვეთილის დაგეგმვა: სასწავლო პროცესის დაგეგმვა რთული და მნიშვნელოვანი საქმეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სკოლა მოსწავლეთა აქტიურ სწავლაზე, კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული. თანამედროვე ტრენინგებში ჩართული მასწავლებლები ხშირად გამოთქვამენ შეშფოთებას იმის გამო, რომ აქტიური სასწავლო პროცესის დაგეგმვა და საგანმანათლებლო სტანდარტებზე მორგება არც ისე ადვილია. გარდა ამისა, დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს მოსწავლეთა ნამუშევრებზე რეაგირება, განმავითარებელი კომენტარების მიწოდება, მშობლებთან თანამშრომლობა და ა. შ. ამიტომ მასწავლებელს დაგეგმვისათვის საჭირო დრო და რესურსი აღარ რჩება. ზემოთ თქმულის მიუხედავად, გაკვეთილის დაგეგმვა მასწავლებლის საქმიანობის აუცილებელი ელემენტია, ხოლო დაგეგმვის ხარისხი - პროფესიული კომპეტენციის ერთ-ერთი უმთავრესი მაჩვენებელი.
სასურველია, გაკვეთილი ერთგვარ პროექტად წარმოვიდგინოთ, რომელსაც აქვს სამიზნე ჯგუფი (მოსწავლეების სახით), სასწავლო მიზანი, მისაღწევი შედეგები (ცოდნა, უნარ-ჩვევები, დამოკიდებულებები), შინაარსობრივი და ტექნიკური რესურსები, განსაზღვრული დრო და ა. შ. დაგეგმვა გაკვეთილის ყველა ამ ელემენტს შორის რაციონალური კავშირის დამყარებას და მათ ერთიან სტრუქტურაში მოქცევას გულისხმობს. მაშასადამე, გაკვეთილის ჩატარებამდე მასწავლებელი ადგენს გეგმას, რომელიც განსაზღვრავს გაკვეთილის მიზნებს, შინაარსსა და სტრუქტურას.
გაკვეთილის დაგეგმვის შესახებ მეთოდურ მასალას შეგიძლიათ გაეცნოთ მასწავლებლის დამხმარე სახელმძღვანელოში ”სწავლება და შეფასება”, II ნაწილი, გვ.64-73. იგივე მასალა შეგიძლიათ იხილოთ ვებ-საიტზე: http://www.tpdc.ge, ბმულზე: რესურსები/სახელმძღვანელოები.
არსებობს გაკვეთილის გეგმის სხვადასხვა ნიმუში. მასწავლებელს შეუძლია:
- გამოიყენოს რომელიმე არსებული ნიმუში;
- შექმნას საკუთარი ნიმუში;
- ჩაასწოროს რომელიმე არსებული ნიმუში და მოარგოს იგი საკუთარ საჭიროებებს.
გაკვეთილის მომზადება: ამ ფაზაში ხორციელდება იმ თვალსაჩინოებებისა და სასწავლო მასალების მომზადება, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობასა და სასურველი შედეგების მიღწევას.
მასწავლებელს, შესაძლოა, მოუხდეს ისეთი რესურსების მომზადება, როგორიცაა:
საპრეზენტაციო ფაილი ტექსტებითა და სურათებით;
- დიაგრამები;
- აუდიო ან ვიდეოფაილები;
- ნაბეჭდი მასალები: ტექსტები, ფოტოები, ილუსტრაციები და სხვ.;
- შეფასებისთვის საჭირო მასალები: ტესტები, კითხვარები, რუბრიკები და სხვ.;
- სხვა სახის რესურსი, რომლის მომზადებისთვისაც საჭიროა ისტ-ის გამოყენება.
გაკვეთილის წარმართვა: თუ დაგეგმილია ერთი გაკვეთილი, ან გაკვეთილების ერთობლიობა, მასწავლებელმა იმ გეგმით უნდა იხელმძღვანელოს, რომელიც მან დაგეგმვის ფაზაში შეადგინა; ასევე, იმ მასალებით, რომლებიც მოიძია ან შექმნა მომზადების ფაზაში. რასაკვირველია, პროცესი შეიძლება განსხვავდებოდეს დაგეგმილისაგან. ამ შემთხვევაში, შეფასების ფაზაში პედაგოგი უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რა შედეგი მოიტანა რეალურმა გაკვეთილმა, რამ გამოიწვია გეგმიდან გადახვევა, რა უნდა გაითვალისწინოს მომავალში.
როდესაც გაკვეთილზე ტექნიკას ვიყენებთ, უნდა გვქონდეს გეგმის სარეზერვო ვარიანტი (ე. წ. გეგმა ”ბ”).
გაკვეთილის შეფასება/თვითშეფასება: გაკვეთილის ჩატარების შემდეგ, სასურველია, მოხდეს გაკვეთილის შეფასება, რაც განსხვავდება მოსწავლეთა ცოდნის შეფასებისაგან. ამ მიზნით, შესაძლებელია რიგი სტრატეგიებისა და რესურსების გამოყენება, რომლებიც პროცესის თვალყურის დევნებისთვისა და ობიექტური შეფასების/თვითშეფასებისთვის გამოდგება (რუბრიკები, კითხვარები, ვიდეო ან აუდიოჩანაწერები, გეგმის დეტალური ანალიზი და სხვ.).
გაკვეთილის შეფასების მიზანია იმის დადგენა, თუ რამდენად მიაღწია საგაკვეთილო პროცესმა თავდაპირველად დასახულ მიზნებს. თვითშეფასება ეხმარება მასწავლებელს ჩატარებული გაკვეთილის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენაში, ასევე მომდევნო გაკვეთილების ეფექტიანად დაგეგმვაში.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც მასწავლებელმა თვითშეფასების დროს უნდა დასვას: რამდენად ეფექტიანად იყო გამოყენებული ისტ-ი მოსწავლეების მიერ?
სასურველია, მასწავლებელმა თვითშეფასება უწყვეტად აწარმოოს და გამოიყენოს ისტ-ი (მაგალითად ელექტრონული პორტფოლიოს სახით).
სწავლების სამფაზიანი მოდელი
სწავლა-სწავლების სამფაზიანი მოდელი გაკვეთილის/სემინარის/სესიის/სასწავლო პროექტის მსვლელობის ერთგვარი უნივერსალური ჩარჩოა. იგი გამოხატავს ეფექტიანი სასწავლო პროცესის ძირითად საფეხურებს და მათი განხორციელების თანმიმდევრობას. სამფაზიანი მოდელის საფეხურებია: A. მოლოდინის განსაზღვრა (გამოწვევა) – B. ცოდნის კონსტრუირება (შინაარსის რეალიზება) – C. გამთლიანება (რეფლექსია).
აქტიურ სწავლასა და სიღრმისეულ აზროვნებაზე ორიენტირებულ კონსტრუქტივისტულ სასწავლო პროცესში მასწავლებელიცა და მოსწავლეებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ გამოწვევისა და რეფლექსიის საფეხურების გავლას. განვიხილოთ თითოეული საფეხური ცალ-ცალკე.
მოლოდინის განსაზღვრა / გამოწვევა - (საფეხური A)
სამფაზიანი მოდელის პირველი ეტაპი მოცემულ საგანზე, მოვლენაზე ადრე მიღებული ცოდნის ”გამოწვევის” ფაზაა. ამ ეტაპზე რამდენიმე მნიშვნელოვანი შემეცნებითი ქმედება ხორციელდება. მოსწავლეები აქტიურად იხსენებენ იმას, რაც იციან ამა თუ იმ საკითხის შესახებ. ეს აქტივობა უბიძგებს მათ, გადახედონ საკუთარ ცოდნას და დაფიქრდნენ იმ საკითხზე, რომელსაც მალე საგულდაგულოდ გამოიკვლევენ. ამ საწყისი ქმედებით მოსწავლეები საფუძველს უყრიან ”პიროვნულ ცოდნას”, რომელსაც, მომავალში, შესაძლოა, ახალი ცოდნა შეემატოს. ეს კი გადამწყვეტია, რადგან გამთლიანებული, საფუძვლიანი ცოდნა იმ კონტექსტში აღიბეჭდება, რომელშიც მისი შესწავლა და გააზრება მოხდა. თუ ინფორმაცია კონტექსტიდან მოწყვეტილადაა წარმოდგენილი და მოსწავლეებს არსებულ ცოდნასთან მისი დაკავშირება გაუჭირდათ, შესაძლოა, იგი ადვილად დაიკარგოს. სწავლის პროცესი ახლისა და უკვე ცნობილის ერთმანეთთან დაკავშირების პროცესია. მოსწავლეები ახალ ცნებებს მიღებული ცოდნისა და საკუთარი შეხედულებების საფუძველზე გამოიმუშავებენ. ასე რომ, მათი ”გამოწვევის”, ანუ გონებაში აღდგენის ფაზის მეორე მიზანია მოსწავლის გააქტიურება, ინტერესის გაზრდა. ძალიან ხშირად ისინი პასიურად სხედან საკლასო ოთახებში და უსმენენ მასწავლებელს, თვალს ადევნებენ მის აზრთა მსვლელობას, ძილმორეულები უღიმღამოდ ინიშნავენ გაგონილს. გააზრებული, შეგნებული, კრიტიკული აღქმის უნარის განვითარებისათვის მოსწავლე აქტიურად უნდა ჩაებას სასწავლო პროცესში, ე. ი. მან ინფორმაცია უნდა აღიქვას, გაიაზროს და ნააზრევი საკუთარი სიტყვებით, წერითა და ზეპირი მეტყველებით გამოხატოს.
რამდენადაც საფუძვლიანი შეცნობა ახალი ინფორმაციის არსებულ აზრობრივ კონსტრუქციასთან შერწყმის პროცესს წარმოადგენს, გონებაში ”გამოწვევის” სტადიის მესამე კომპონენტი გადამწყვეტ როლს ასრულებს. ის საკითხის კვლევის მიზნისა და მოლოდინის განსაზღვრას გულისხმობს. მიზნისა და მოლოდინის დასახვა არსებითია მოსწავლეთა ქმედითობის განსამტკიცებლად. მიზანდასახული სწავლა უმიზნოზე შედეგიანია. მხოლოდ ორგვარი მიზანდასახულობა უნდა გამოვკვეთოთ: 1) მასწავლებლის მიერ წარმართული, ან ტექსტით ნაკარნახევი (გარე); 2) პიროვნული (შიდა), რომელიც უფრო მძლავრია.
ინტერესი ტექსტის წაკითხვამდე უნდა გაჩნდეს, რაც გამოთქმული მოსაზრებებიდან (გონებრივი იერიში) უნდა მომდინარეობდეს. ამ ყველაფერს დისკუსიის შედეგად წარმოქმნილი აზრები უნდა დაერთოს, რომელთა შორის საპირისპიროც შეგვხვდება. მთავარია, მოსწავლე ბოლომდე გაიხსნას გაკვეთილზე, რადგან განსხვავებული თვალსაზრისი პიროვნულ შეკითხვებს ბადებს. პიროვნული შეკითხვები, თავის მხრივ, მძლავრი ბიძგია კითხვისა და შემეცნებისათვის.
ცოდნის კონსტრუირება / შინაარსის რეალიზება - (საფეხური B)
მეორე ფაზის უპირველესი ამოცანა დაწყებული საქმიანობისათვის ხელის შეწყობა და ”გამოწვევის” ფაზაში გაღვივებული ინტერესისა და იმპულსის შენარჩუნებაა.
მეორე უმთავრესი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ მხარი ავუბათ მოსწავლეთა მცდელობას, გააკონტროლონ საკუთარი აღქმის უნარი. კარგი მკითხველი როგორც კი ახალ ინფორმაციას წააწყდება, მაშინვე საკუთარი აღქმის უნარს აკონტროლებს. კითხვის დროს აღქმის უნარის შესუსტებისას, კარგი მკითხველი ხელახლა უბრუნდება წაკითხულს. მსმენელი, მოწოდებული მასალის მოსმენისას, შეკითხვას სვამს ან სათანადო აღნიშვნებს აკეთებს, რათა შემდეგ ყოველივეს ნათელი მოჰფინოს. პასიური მკითხველი, უბრალოდ, გვერდს უვლის ამ შეფერხებებს, მას არ ადარდებს გაუგებარი ან გამოტოვებული ადგილები. ამასთან, უნდა აღვნიშნოთ, რომ როდესაც მოსწავლე საკუთარი აღქმის უნარს აკონტროლებს, იგი, ჩვეულებრივ, უკვე შემუშავებული სქემების მიხედვით ალაგებს, მიზანდასახულად აკავშირებს ახალსა და უკვე ცნობილ ინფორმაციას.
ამ ეტაპზე ყოველმხრივ ეწყობა ხელი ასათვისებელი შინაარსის შესახებ დისკუსიის წარმართვას, კრიტიკულ ანალიზს, თვალსაზრისთა შეპირისპირებასა და შეჯერებას.
გამთლიანება / რეფლექსია - (საფეხური C)
რეფლექსია ნიშნავს საკუთარ ქმედებებზე (ქცევაზე, აზროვნებაზე, გრძნობებზე) კონცენტრირებას და მათ გააზრებას, რაც ხშირად მათზე ზემოქმედების წინაპირობაა. კარგია, როცა მოსწავლე სვამს რეფლექსურ შეკითხვებს: რა ვისწავლე (რას ვსწავლობ)? როგორ ვისწავლე (როგორ ვსწავლობ)? შეიძლება გამოიკვეთოს რეფლექსიის სტადიისთვის დამახასიათებელი რამდენიმე არსებითი, დადებითი მომენტი. უმთავრესი ისაა, რომ მოსწავლისგან მოელიან იმ თვალსაზრისისა თუ ინფორმაციის საკუთარი სიტყვებით გამოხატვას, რომელიც მას გზადაგზა ხვდება. ეს აუცილებელია ახალი აზრობრივი სქემების ასაგებად. საფუძვლიანი შესწავლა და სიღრმისეული გაცნობიერება პიროვნებაზეა დამოკიდებული. მოსწავლეს ყველაზე უკეთ ის ამახსოვრდება, რასაც მისთვის საცნაურ კონტექსტში ითავისებს და საკუთარი სიტყვებით გაიაზრებს. აღქმა მაშინაა საფუძვლიანი, როდესაც ინფორმაცია კონტექსტურ სქემაში თავსდება. ნაცნობ ლექსიკასთან ცნებათა მისადაგებით ახალი, ინდივიდუალური შინაარსით დატვირთული კონსტრუქცია წარმოიქმნება.
ამ ფაზის მეორე ამოცანაა მოსწავლეებს შორის აზრთა ჯანსაღი გაცვლა-გამოცვლა და ამის საფუძველზე მათი თვალსაზრისის გამომხატველი ლექსიკონის გამდიდრება. დისკუსიაში ჩაბმის წყალობით, მოსწავლეები ნაირ-ნაირ კონსტრუქციებს ეზიარებიან აზროვნების გასაღრმავებლად. ეს არის ცვლილებებისა და ხელახალი კონცეპტუალიზაციის საფეხური სწავლის პროცესში. ამ სტადიაში ახალ-ახალი ინფორმაციის ინტეგრაციის საშუალებათა გაცნობა მათ უფრო მოქნილ კონსტრუქციებს მიაახლოებს, რომლებიც მომავალში, შესაძლოა, უფრო პრაქტიკულად და მიზანდასახულად გამოიყენონ.
სწავლების სამფაზიანი მოდელის ძირითადი ამოცანების საფეხურაბის მიხედვით
გამოწვევა
|
შინაარსის რეალიზება
|
რეფლექსია
|
• სასწავლო
მიზნისა და შესაბამისი მოლოდინის განსაზღვრა;
• შინაარსთან
დაკავშირებული წინარე ცოდნისა და გამოცდილების გააქტიურება;
• წინარე
ცოდნის არაფორმალური შეფასება, არასწორი წარმოდგენების გამოკვეთა;
• პოზიტიური
განწყობის შექმნა, ყურადღების კონცენტრირება, ინტერესისა და სწავლის მოტივაციის გაღვივება.
|
• სასწავლო
მასალის გაცნობა;
• ინფორმაციის
მოძიება-დამუშავება;
• ახალი
ცოდნის კონსტრუირება;
• ძირითადი
საკითხებისა და ქვესაკითხების გამოკვეთა;
• გაკვეთილისადმი
პიროვნული კავშირების გამოკვეთა;
• შეკითხვების
დასმა შინაარსთან დაკავშირებით;
•
მოლოდინების გადახედვა და რეალურ პროცესთან შედარება.
|
• ძირითადი
იდეების შეჯამება;
• ჩამოყალიბებული
შეხედულებების გაზიარება;
• პიროვნული
გამოხმაურება;
• მიღებული
ცოდნის მნიშვნელობისა და სარგებლიანობის განსაზღვრა;
• ცოდნის
გაღრმავებისათვის საჭირო ახალი შეკითხვების ჩამოყალიბება;
•
სასწავლო პროცესში საკუთარი მონაწილეობის შეფასება.
|
სწავლა-სწავლების რამდენიმე ეფექტური სტრატეგია ისტ-ის
გამოყენებით
ტექსტზე მუშაობისა და სხვა სასწავლო სტრატეგიების გამოყენებისას, პედაგოგმა შეიძლება წინასწარ მოამზადოს შემდეგი დიაგრამები და ცხრილები, სხვადასხვა საოფისე პროგრამის მეშვეობით.
ცნების რუკა
ცნების რუკა ინფორმაციის ვიზუალურად (გრაფიკულად) ორგანიზებისა და წარმოდგენის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია. იგი საშუალებას იძლევა, ”ერთი შეხედვით” აღვიქვათ და გავიგოთ კომპლექსური ურთიერთკავშირები საგნებს, მოვლენებს, იდეებსა და ცნებებს შორის. ცნების რუკა მოიცავს:
- ცნებებს, რომლებიც ოვალურ ან მართკუთხა ჩარჩოებშია ჩაწერილი;
- ხაზებს/ისრებს, რომლებიც ჩარჩოებს ერთმანეთთან აკავშირებს. ზოგჯერ ხაზებს დამატებით აწერენ სიტყვებს, რომლებიც აღწერს/განმარტავს კავშირის არსს.
ცნების რუკა, შესაძლებელია, გამოვიყენოთ შემდეგ შემთხვევებში:
- გარკვეულ საკითხზე ცოდნის კონსტრუირება;
- ახალი ინფორმაციისა და კავშირების მიგნება;
- წინარე ცოდნის გააქტიურება;
- ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარება;
- სტრუქტურებისა და პროცესების დიზაინი (მაგ.: დასაწერი თემა, ვებ-საიტი, პრეზენტაცია და სხვ.),
ვინაიდან ცნების რუკა სწავლა-სწავლების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მისი შექმნა და გამოყენება სხვადასხვა საგანში.
ქვემოთ მოცემულია ცნების რუკის მაგალითი, რომელიც მომზადებულია ტექსტურ რედაქტორში
როგორ შევქმნათ ცნების რუკა?
ნაბიჯი
|
ამოცანა /
ქმედება
|
1.
საკითხის/თემის/ცნების განსაზღვრა
|
განსაზღვრეთ ამოსავალი თემა, რომელზეც აიგება
ცნების რუკა.
|
2. გონებრივი
იერიში
|
გაიხსენეთ
და ჩამოწერეთ ყველა ფაქტი, იდეა, ცნება, მოკლე ფრაზა, რომელიც, თქვენი აზრით, კავშირშია
თემასთან.
|
3. ცნებების
ორგანიზება
|
დააჯგუფეთ
(გადააჯგუფეთ) ცნებები. ჩაამატეთ გამორჩენილი ცნებები/იდეები. გამოყავით უფრო ზოგადი
კატეგორიების აღმნიშვნელი ცნებები. ზოგიერთი ცნება რამდენიმე ჯგუფში აღმოჩნდება,
რაც მეტად მნიშვნელოვანია.
|
4. დიზაინის შემუშავება
|
შექმენით
რუკის სტრუქტურა და დიზაინი, ანუ ცნებების ჯგუფების/ქვეჯგუფების განლაგების მაკეტი.
თავისუფლად გადააჯგუფეთ/გადააწყვეთ ცნებები/იდეები. ყურადღება მიაქციეთ იერარქიას:
ყველაზე მნიშვნელოვანი ცნებები მოაქციეთ თავში ან ცენტრში, ამოსავალ თემასთან ახლოს.
|
5. დაკავშირება
|
დააკავშირეთ
ჯგუფები/ქვეჯგუფები ერთმანეთთან ხაზებით ან ისრებით. შეგიძლიათ ხაზს ან ისარს მიაწეროთ
სიტყვები, რომლებიც კავშირის არსს გამოხატავს.
|
6. შეჯამება
|
მიეცით
ცნების რუკას საბოლოო სახე. გააფორმეთ დიზაინი: გამოიყენეთ სხვადასხვა სისქის ხაზები,
ფერები, ფიგურები და ა. შ. დაასათაურეთ ცნების რუკა.
|
Комментарии
Отправить комментарий