К основному контенту

დღე მეოთხე

ტრენინგდღის გახსნა
მისალმება, წინა ტრენინგის გახსენება
მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები
საშინაო დავალების მიმოხილვა
(D-GP-IP): პრეზენტაციის წარმართვა
სამოდელო პრეზენტაცია
აქტიური ლექცია: პრეზენტაციის წარმართვის ძირითადი პრინციპები და ხერხები
პრეზენტაციები
ტრენერისა და აუდიტორიის უკუკავშირი
პრეზენტაციის შეფასება მსმენელების მიერ/უკუკავშირი
აქტიური ლექცია: ვირტუალური ლაბორატორია და ელექტრონული თამაში
(D-GP-IP): ვირტუალური ლაბორატორიისა და ელექტრონული თამაშის მოძიება ინტერნეტში; ვირტუალური ლაბორატორიის და ელექტრონული თამაშის გამოყენება
სასწავლო პროცესში
საგნმანათლებლო რესურსების შესაქმნელი ვებგვერდები;
აუდიო და ვიდეოსაშუალებების ეფექტიანი გამოყენება სასწავლო პროცესში;

პრეზენტაციის წარმართვის ძირითადი პრინციპები და ხერხები
როდესაც პრეზენტაციას ვამზადებთ, ან მოსწავლეებს ვასწავლით, თუ როგორ უნდა მოამზადონ პრეზენტაცია, შეგვიძლია გამოვიყენოთ სამჯერ თქმის პრინციპი:

  • შესავალში უნდა ვუთხრათ აუდიტორიას, თუ რის თქმას ვაპირებთ;
  • ძირითად ნაწილში უნდა გავშალოთ და ავუხსნათ აუდიტორიას, რას ვეუბნებით;
  • დასკვნაში მოკლედ მიმოვიხილოთ, რა ვუთხარით აუდიტორიას.

ძირითად ნაწილში წარმოდგენილი საკითხები ლოგიკურად უნდა იყოს დალაგებული შემდეგი თანმიმდევრობით:
* ზოგადი ინფორმაცია ან მდგომარეობა;
** კონკრეტული საკითხის ან პრობლემის ანალიზი;
*** პრობლემის მოგვარება, ალტერნატივები, რეკომენდებული ქმედება.
პრეზენტაცია გვჭირდება გაკვეთილის ახსნისას, განვლილი მასალის შეჯამებისას, დავალების მიცემისას, შესრულებული სამუშაოს/შედეგების დემონსტრირებისას.
დაფიქრდით:

  • რა დრო გაქვთ პრეზენტაციის მოსამზადებლად (მხოლოდ ერთი საღამო თუ რამდენიმე კვირა)?
  • რა დრო გაქვთ პრეზენტაციის ჩასატარებლად (მთელი გაკვეთილი თუ მხოლოდ რამდენიმე წუთი)?
  • რა რესურსები გაქვთ პრეზენტაციის მოსამზადებლად (გარემო, გამოცემები, ელექტრონული პუბლიკაციები, ფიზიკური პირები, ორგანიზაციები)?
  • რა რესურსები გექნებათ პრეზენტაციის ჩატარების დროს (პროექტორი, კომპიუტერი, დაფა, ფერადი ფურცლები, მარკერები...)?
  • ვისთვის ატარებთ პრეზენტაციას (მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, გარეშე პირები...)?
  • რას გინდათ მიაღწიოთ პრეზენტაციით (შეცვალოთ ადამიანების ქცევა, ასწავლოთ მათ რამე...)?
  • ვერბალურ კომუნიკაციაზე (დგომისა და ქცევის ფორმები, ხმის ტემბრი, თვალის კონტაქტი...).
  • ამ საკითხების დამუშავება საშუალებას მოგცემთ, ეფექტიანად დაგეგმოთ და ჩაატაროთ პრეზენტაცია.

რჩევები წარმატებული პრეზენტაციის ჩასატარებლად
1. წინასწარ განსაზღვრეთ, თუ ვინ არიან მონაწილეები.
2. პრეზენტაციამდე კარგად შეისწავლეთ თქვენი თემა.
3. მობრძანდით ადრე, რათა მოაწესრიგოთ ყველაფერი.
4. წინასწარ შეამოწმეთ ყველა დამხმარე მოწყობილობა.
5. მიაწოდეთ აუდიტორიას მოვლენებისა და თემების მონახაზი.
6. არ წაიკითხოთ სლაიდზე განთავსებული ტექსტი სიტყვასიტყვით.
7. პრეზენტაციის წინა დღეს არ დაიტვირთოთ.
8. პრეზენტაციის დაწყებამდე აუხსენით მსმენელთა აუდიტორიას პრეზენტაციის ჩატარების მიზანი.
9. დაიწყეთ გამოსვლა დადებითი შენიშვნით, მაგალითად: ”მე მოხარული ვარ, რადგან მაქვს შესაძლებლობა, მოგითხროთ... ”.
10. ნუ იტყვით, რომ არ იცით ბევრი რამ თემის შესახებ.
11. განმარტეთ ყველა აბრევიატურა: აუდიტორიას ყოველთვის აინტერესებს მათი მნიშვნელობა.
12. აუდიტორიის დასანახად არ შეხედოთ დაფას, ეკრანს და არ ჩაიხედოთ თქვენ მიერ შედგენილ კონსპექტში.
13. არ დადგეთ ზურგით ან გვერდულად აუდიტორიის წინაშე.
14. გამორთეთ პროექტორი, როდესაც არ სარგებლობთ მისით.
15. გამოიყენეთ ფერები, რიცხვები და ა.შ., რათა განასხვავოთ და მიუთითოთ განსაზღვრულ თემებზე.
16. არ გამოიყენოთ ისეთი დამხმარე სიტყვები, როგორიცაა: “როგორც იცით”, ან სასაცილო ბგერები (უმმ... ააა...).

ვირტუალური ლაბორატორიები და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში

ვირტუალური ლაბორატორია ახდენს რეალური მოვლენების იმიტაციას კომპიუტერის საშუალებით. ის ხელს უწყობს მომხმარებელს, აღიქვას და შეისწავლოს მოვლენა რეალურ გარემოში დაკვირვების გარეშე. მეტიც, ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით დაკვირვების პროცესი, შესაძლებელია, იმდენჯერ გამეორდეს, რამდენჯერაც საჭიროა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ სფეროებში, რომლებშიც რეალური ექსპერიმენტის ჩატარება და მისი მრავალჯერადი გამეორება რთული და ზოგჯერ შეუძლებელიც კია, მაგალითად: ეკონომიკაში, სოციალურ მეცნიერებებში, ბიოლოგიაში და ა. შ. თვით ისეთ საგნებშიც კი, როგორიცაა ფიზიკა ან ქიმია, თვალსაჩინოებების სახით, ამგვარი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება თავიდან აგვაცილებს ძვირადღირებული მოწყობილობებისა და მასალის შეძენას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ პროგრამულ უზრუნველყოფას მხოლოდ დამხმარე დანიშნულება აქვს და ის მთლიანად ვერ შეცვლის რეალურ ექსპერიმენტს ან/და რეალურ მოვლენაზე დაკვირვებას.
ისეთ საგანში, როგორიც მათემატიკაა, ვირტუალური ლაბორატორია შეიძლება მათემატიკური ობიექტების შესასწავლად გამოვიყენოთ. მაგალითად, როდესაც გვსურს, შევისწავლოთ სიბრტყის ფიგურებით დაფარვის საკითხი, შეგვიძლია გამოვიყენოთ ის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ახდენს ამ პროცესის ვიზუალიზებას კომპიუტერის ეკრანზე.
გარდა ვიზუალური დაკვირვების გამარტივებისა, ვირტუალურ ლაბორატორიას ის უპირატესობაც აქვს, რომ მისი საშუალებით შესაძლებელია რაოდენობრივი პარამეტრების აღნუსხვა და მათი გამოყენება მოვლენის უკეთ შესასწავლად.
გაქართულებული ვირტუალური ლაბორატორიების ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე:
http://phet.colorado.edu/ka/simulations/translated/ka

ელექტრონული თამაშები და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში

ელექტრონული თამაშები თანამედროვე ინფორმაციული სამყაროს განუყოფელი ნაწილია. განსაკუთრებით ხშირია თამაშების გამოყენება გართობის მიზნით. თუმცა შემეცნებით კომპონენტს ყველა თამაში შეიცავს. შეიქმნა და განვითარდა საგანმანათლებლო თამაშები, რომლებიც მიზნად ისახავს მათ გამოყენებას სწავლებასა და ტრენინგებში.
საგანმანათლებლო თამაშები ავითარებს შემეცნებით, სივრცულ და მოტორულ უნარებს და ხელს უწყობს ისტ უნარების გაუმჯობესებას. ასევე, თამაშების მეშვეობით შესაძლებელია ფაქტებისა და პრინციპების სწავლება, კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობა, შემოქმედებითობის გაზრდა. საგულისხმოა თამაშების გამოყენება ისეთი ექსპერიმენტებისა და აქტივობების სიმულაციისათვის, რომელთა გამეორება საკლასო ოთახში შეუძლებელია.
აღიარებულია, რომ კომპიუტერული თამაშები ხელს უწყობს ე.წ. 21-ე საუკუნის უნარების განვითარებას. მათ შორისაა:
     კრიტიკული აზროვნება;
     პრობლემების გადაჭრა;
     გუნდური მუშაობა, ლიდერობა;
     ინფორმაციულ-საკომუნიკაციო და მედია ტექნოლოგიების ფლობა;
     მეტაშემეცნება და ინოვაცია;
     კარიერის დაგეგმვა-ადაპტაცია.
საგანმანათლებლო თამაშის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, რომ ის მოთამაშეს სთავაზობს ერთგვარ გამომწვევ გარემოს, სადაც შეიძლება შეცდომების დაშვება და “სწავლა კეთებით”. სასწავლო-შემეცნებითი თამაშები განსაკუთრებით უწყობს ხელს მოსწავლის მოტივაციის გაზრდას. სასწავლო შემეცნებითი თამაშები მოიცავს ვიზუალური, ინტელექტუალური, ხმოვანი და შეგრძნებითი სტიმულების ერთობლიობას, რაც მათ მიმზიდველს ხდის.
კომპიუტერული თამაშები ტექნიკურად სხვადასხვა ფორმატში შეიძლება იყოს წამოდგენილი, კერძოდ, CD-ზე ან DVD-ზე. ბოლო დროს სულ უფრო მეტი თამაში მოიპოვება ინტერნეტში და მათ გამოსაყენებლად მხოლოდ ინტერნეტ-ბრაუზერია საჭირო. სათამაშო სესიის ორგანიზება
თამაშის ტესტირების შემდეგ, საგანმანათლებლო რესურსად მისი გამოყენების სურვილის შემთხვევაში, თქვენ უნდა შექმნათ სცენარი, რომლის მიხედვით თამაში ყველაზე სარგებლიანი იქნება მოსწავლეთათვის. ამ სცენარის გათვალისწინებით შეგიძლიათ შეუდგეთ სათამაშო სესიის ორგანიზებას.
47

ტექნიკური საკითხები

     თუ თამაში ხმოვანია და ინდივიდუალური, აუცილებელია მოსწავლეებს ჰქონდეთ ყურსასმენები.
     თამაშის ტიპიდან და სასწავლო ამოცანებიდან გამომდინარე, შესაძლოა, დაგჭირდეთ ჯგუ-ფების შექმნა. ეს განსაკუთრებით ეფექტიანია დისკუსიებსა და ურთიერთთანამშრომლობით აქტივობებში მოსწავლეების ჩასართავად.
     თუ სათამაშო სესია დიდხანს გრძელდება, მიზანშეწონილია რეგულარული, 5-წუთიანი შეს-ვენებების დაგეგმვა ყოველ 45 წუთში.
     ასევე მნიშვნელოვანია ოთახის სწორი განათების უზრუნველყოფაც. წინასწარი მომზადება
ზოგჯერ სასწავლო პროცესში თამაშის გამოყენებამდე საჭიროა მოსწავლეთა გარკვეული შემზადება სწავლების ტრადიციული მეთოდების გამოყენებით. მაგალითად, რომელიმე ისტორიულ პიროვნებასთან დაკავშირებული თამაშების დაწყებამდე მოსწავლეები გაეცნობიან ლიტერატურას ან დოკუმენტურ მასალებს შესაბამის პერიოდზე, თავად ამ პიროვნებაზე. თამაშის მოლოდინი და წაკითხული მასალის გამოყენების შესაძლებლობა გააძლიერებს მათ მოტივაციას და წაკითხულისადმი ინტერესს. თამაშისა და ტრადიციული სწავლების მეთოდების შეჯერება ხელს უწყობს შესწავლილი მასალის განმტკიცებას და უკეთ დამახსოვრებას. გაკვეთილის დაწყებამდე
     განსაზღვრეთ სასწავლო მიზნები;
     დაადგინეთ, თამაშის რომელი ნაწილი ან დონე  შეესაბამება უკეთ კონკრეტულ სასწავლოამოცანას;
     დაბეჭდეთ სასწავლო მიზნები, თამაშის გზამკვლევი და დაურიგეთ მოსწავლეებს.

გაკვეთილის დროს

     დაიწყეთ სათამაშო სესია მისი მიზნების ახსნით;
     მოახდინეთ თამაშის დემონსტრირება და ახსენით, როგორ ხდება ზოგადი მოქმედებები,მათ შორის, როგორ ხდება “დახმარების” გამოძახება, მენიუში ნავიგაციის ან თამაშის პერსონაჟის გადაადგილება.

დებრიფინგის სესია

აუცილებელია თამაშის შემდეგ დებრიფინგის სესიის ჩატარება. ამ დროს მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, გამოთქვან მოსაზრებები თამაშის შინაარსთან დაკავშირებით და აღნიშნონ, თუ რა ისწავლეს თამაშის დროს. დებრიფინგი ერთგვარი ხიდია თამაშსა და სასწავლო შედეგებს შორის. დებრიფინგის ბოლოს აუცილებელია გამოთქმული მოსაზრებების შეჯამება და სასწავლო მიზნების კიდევ ერთხელ დაფიქსირება. კარგი იქნება, თუ მოსწავლეები მიღებულ ცოდნას სიღრმისეულად გაიაზრებენ. ეს მათ იდეებისა და კონცეფციების ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ.
სასწავლო შედეგების მისაღწევად მნიშვნელოვანია, მოსწავლემ გაიაზროს თამაშში წამოჭრილი ძირითადი საკითხები და ისინი სასწავლო საგანს დაუკავშიროს. ამ მიზნის მისაღწევად შეიძლება დასვათ შემდეგი კითხვები:
     რა არის თამაშის მთავარი თემა?
     გახსენებთ თუ არა თამაში რაიმეს, რაც უკვე იცით, ან რის შესახებაც გსმენიათ?
     რატომ არის წამოჭრილი საკითხი მნიშვნელოვანი?
     რა ისწავლეთ ამ თამაშიდან?
     რა კავშირია თამაშსა და რეალურ მოვლენებს (კონცეფციებს, კანონებს) შორის?
ელექტრონული თამაშები შეგიძლიათ იხილოთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.tpdc.ge, ბმულზე: რესურსები/ელექტრონული რესურსები, ასევე, ვებგვერდზე www.buki.ge, ბმულზე: საგანმანათლებლო თამაშები.

აუდიო და ვიდეოსაშუალებების ეფექტიანი გამოყენება სასწავლო პროცესში

თანამედროვე სკოლაში მასწავლებლები სულ უფრო ხშირად იყენებენ აუდიო და ვიდეოსაშუალებებს სხვადასხვა სასწავლო მიზნის მისაღწევად, მაგალითად, კონკრეტულ საკითხზე საბაზისო ინფორმაციის მისაწოდებლად ან მსჯელობის გასამართად. აუდიო და ვიდეო ტექნიკიდან დღეს საკლასო ოთახებში სულ უფრო ფართოდ გამოიყენება:
     კასეტის აუდიომაგნიტოფონი;
     CD -ფლეიერი;
     MP3 -ფლეიერი;
     VCR (ვიდეომაგნიტოფონი);
     DVD -ფლეიერი;
     კომპიუტერი;
     პროექტორი;
     ვიდეო ეკრანი/მონიტორი/ტელევიზორი.
ეს ტექნიკური საშუალებები სასწავლო პროცესის გასამდიდრებლად უნდა გამოვიყენოთ. ამიტომ სასწავლო პროცესში ინტეგრირებამდე მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ, თუ როგორ შეუწყობს ხელს ტექნიკური საშუალება ინფორმაციის მიღებასა და საკითხის სიღრმისეულად შესწავლას. 
არსებობს კლასში ფილმის ჩვენების რამდენიმე სტრატეგია, რომელთა უმრავლესობაც პაუზების გამოყენებას ეყრდნობა. ფილმის გაშვებამდე მასწავლებელი აკეთებს მოკლე წარდგენას (მოლოდინების განსაზღვრის ფაზა) ფილმის  სასწავლო თემასთან კავშირისა და თვით ამ ფილმის, როგორც ნაწარმოების შესახებ (ჟანრი, ავტორი, შექმნის პერიოდი და სხვ.).
ამავე ამოცანის შესრულება შესაძლებელია მოსწავლეთა გააქტიურებითაც, მაგ., სწრაფი ინტერნეტ-გამოკვლევის გზით (თუ ინტერნეტი ხელმისაწვდომია). მოსწავლეებს შეუძლიათ, დაათვალიერონ ფილმისადმი მიძღვნილი ვებ-საიტი ან მასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.
ფილმის გაშვებამდე მასწავლებელი ეუბნება მოსწავლეებს, რომ ჩვენება რამდენჯერმე შეწყდება და პაუზების დროს მათ მოუწევთ დაფიქრება, მსჯელობა, ჩანიშვნა, ვარაუდების გამოთქმა და ა.შ. მოსწავლეებს მოუწევთ სპეციალურ შეკითხვებზე პასუხების გაცემა. ამ ტიპის სესიის ეფექტიანად ჩატარება მასწავლებლის მიერ შეკითხვების წინასწარ მომზადებას მოითხოვს. ცხადია, შეკითხვები სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, ეს ფილმის ჟანრს ეხება. შეკითხვები განსხვავებული იქნება, იმის მიხედვით, ფილმი მხატვრულია, დოკუმენტური, სამეცნიერო თუ სხვ.
ქვემოთ მოცემულია ტიპური შეკითხვები, რომლებსაც მასწავლებლები პაუზების დროს სვამენ ხოლმე:
     რა გრძნობა გაგიჩნდათ ამ მონაკვეთის ნახვის შემდეგ?
     რატომ გაგიჩნდათ ეს გრძნობა?
     რა იყო მთავარი ამ მონაკვეთში? 
     როგორ შეიძლება დაუკავშიროთ მონაკვეთი თქვენს გამოცდილებას?  როგორ ფიქრობთ: რა მოხდება შემდეგ? რატომ ფიქრობთ ასე?
შესაძლებელია სხვა შეკითხვების მოფიქრება და დასმა, იმის მიხედვით, თუ ფილმის რომელ ასპექტებზე სურს მასწავლებელს ყურადღების გამახვილება, მაგალითად, გმირების ქცევაზე, გარემოზე, სადაც ვითარდება მოვლენები, მხატვრულ მხარეზე, ლიტერატურულ ნაწარმოებთან კავშირზე და სხვ.
ფილმის ჩვენების დროს, ასევე, ხშირად გამოიყენება ე.წ. ”კადრის გაყინვის” მეთოდი. თუ მოწყობილობა ინარჩუნებს კადრის ხარისხს პაუზის ღილაკის გამოყენებისას, მეთოდი ხელს შეუწყობს მასწავლებელსა და მოსწავლეებს მრავალი საინტერესო კითხვის დასმაში. ცხადია, მასწავლებელს მომზადებული უნდა ჰქონდეს რამდენიმე საკვანძო შეკითხვა დისკუსიის გასამართად. ასეთი გაკვეთილები მოსწავლეების დიდ ინტერესს იწვევს. იმისათვის, რომ გაკვეთილმა წარმატებით ჩაიაროს, გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები:
     როცა ვიდეოფილმი პირდაპირ საიტიდან უნდა გავუშვათ (მაგალითად, YouTube-დან), ინ-ტერნეტის დაბალი სიჩქარის გამო შეიძლება ფილმის ტრანსლირებისას გაუთვალისწინებელი წყვეტა მოხდეს;
     თუ ფილმი  ჩამოსატვირთია ინტერნეტიდან, ჩამოტვირთვას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს;  ინტერნეტში ფილმი შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი უფასოდ;
     თუ ფილმი ჩაწერილია CD ან DVD დისკზე, შეიძლება კომპიუტერი არ იყოს აღჭურვილიშესაბამისი წამკითხავი მოწყობილობით;
ფილმის წარმატებით ჩართვის შემდეგ თავს იჩენს ახალი საკითხები: რამდენად ხედვადია ეკრანი (სასურველია, გამოვიყენოთ სპეციალური კინოეკრანი, რომლის ზედაპირზეც გამოსახულება მაქსიმალურად აღქმადია); თუ ასეთი ეკრანი არ არსებობს/ხელმიუწვდომელია და გამოსახულებას ვუშვებთ კედელზე ან სხვა ზედაპირზე, არის თუ არა ეს ზედაპირი ერთფეროვანი (ღია ფერის).
ოთახში განათება (ბუნებრივი ან ნათურების საშუალებით)  მინიმალური უნდა იყოს, რათა უკეთ დავინახოთ გამოსახულება.
ყურადღება უნდა მივაქციოთ ხმის გაშვებას. მცირე ზომის აუდიო მოწყობილობები (სპიკერები, პატარა მაგნიტოფონი)  შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს იმისათვის, რომ ყველა მოსწავლემ ხმა კარგად გაიგონოს. ამ დროს უნდა გამოვიყენოთ მძლავრი აუდიო მოწყობილობები ან გამაძლიერებელი.
სიტუაცია მარტივია, თუ მასწავლებელი ფილმის სრულად გაშვებას გეგმავს. პაუზებით გაშვების შემთხვევაში, მას წინასწარ უნდა ჰქონდეს მონიშნული ქრონომეტრაჟი (სასურველი მომენტის დაწყების დრო და ხანგრძლივობა). მან უნდა იცოდეს, გამშვებ პროგრამაში რომელი ღილაკებია გამოსაყენებელი (ამ ღილაკების მართვა მაუსის ან კლავიატურის მეშვეობით). თუ პედაგოგს ასეთი პროგრამების მოხმარების გამოცდილება არ აქვს, პირველ ეტაპზე, მას მცირე ინსტრუქცია სკოლის ტექნიკურმა მუშაკმა (ისტ მენეჯერი, ლაბორანტი, ან სხვ.) შეიძლება გაუწიოს. დროთა
განმავლობაში, პედაგოგი დამოუკიდებლად შეძლებს მართოს გამშვები პროგრამა (მაგალითად Windows Media Player, Gom Player და სხვ.). 
ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები (სკოლაში მათი არსებობის შემთხვევაში) წინასწარ უნდა იყვენენ ინფორმირებულები, რა სახის მოწყობილობებია საჭირო (სისტემური ბლოკი, ტელევიზორი, აუდიო სისტემა, პროექტორი, ეკრანი, დამაგრძელებლები...).
სამუშაო წყვილებში ან მცირე ჯგუფებში
 მოიძიეთ ვირტუალური ლაბორატორია ან ელექტრონული თამაში, რომელსაც გამოიყენებდით გაკვეთილის გასამდიდრებლად. იმსჯელეთ ამ ლაბორატორიის ან თამაშის გამოყენების მოსალოდნელ შედეგებზე და ორგანიზების საშუალებებზე.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

დღე პირველი

კურსის მონაწილეთა გაცნობა კურსის წარდგენა: მიზანი, შედეგები, განრიგი, საორგანიზაციო საკითხები, მუშაობის ფორმები, სამუშაო წესები, მონაწილეთა შეფასების საკითხები  აქტიური ლექცია PP (PowerPoint) პრეზენტაციის გამოყენებით, კურსის სილაბუსის გაცნობა, კითხვები და პასუხები სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულები ( გაკვეთილი, თემატური ერთეული, თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი) გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურები: დაგეგმვა, მომზადება, წარ მართვა, შეფასება გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი (ABC) D-GP-IP ( დემონსტრირება - მართული პრაქტიკა - დამოუკიდებელი ვარჯიში) - სწავლა- სწავლების რამდენიმე ეფექტიანი სტრატეგია ისტ-ის გამოყენებით D-GP-IP - ცნების რუკა, როგორც ეფექტიანი პედაგოგიური ინსტრუმენტი ციფრული წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა გარდა იმისა, რომ ისტ-ის გამოყენება მოსწავლეებს ეხმარება სხვადასხვა სასწავლო საგნით გათ ვალისწინებული შედეგების მიღწევაში, იგი ხელს უწყობს თვით ისტ-თან დაკავშირებული კომ პეტე

დღე მესამე

ტრენინგდღის გახსნა მისალმება, წინა ტრენინგის გახსენება მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები საშინაო დავალების მიმოხილვა დისკუსია: რატომ არის მნიშვნელოვანი ვიზუალური მასალის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში? რა მახასიათებლები აქვს ეფექტიან ვიზუალურ მასალას? (D-GP-IP): სასწავლო პრეზენტაციის მომზადება საპრეზენტაციო პროგრამაში აქტიური ლექცია: რა არის ეფექტიანი პრეზენტაცია? ინფორმაციის დიზაინი MS PP პროგრამა სასწავლო პრეზენტაციის მომზადება MS PowerPoint-ში რა არის ეფექტიანი პრეზენტაცია? ნებისმიერი პრეზენტაციის მთავარი მიზანი ინფორმაციის მიწოდებაა. პრეზენტაციას უფრო კონკრე ტული ამოცანებიც შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად: ამა თუ იმ საკითხისადმი ინტერესის გამოწვევა,  პრობლემაზე დაფიქრება, მოვლენებისა თუ მონაცემების განხილვა, პოზიციის ჩამოყალიბება და სხვ.  ადამიანები გაცილებით უკეთ აღიქვამენ და სწავლობენ მაშინ, როცა ინფორმაცია ვიზუალურად არის  გაფორმებული. ტექსტისა და ილუსტრაციის შერწყმა მიმღებს ყურადღების კონცენტრირებასა და ში ნაარსის უკეთ გაგებაში ეხმარება. პრეზენტაციის ჩატა