გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ლილი ზოიძე, პ/ნ 00000000000
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო, X
მოსწავლეთა რაოდენობა: 22, კლასში არ არის სსსმ მოსწავლე.
გაკვეთილის თემა: სულხან-საბა ორბელიანი - „სიბრძნე-სიცრუისა“
გეკვეთილის მიზანი: ინოვაციური სწავლების მეთოდების დამკვიდრება, ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში,
შეძლოს დისკუსიაში მონაწილეობა.
შეძლოს დისკუსიაში მონაწილეობა.
ესგ-ს სწანდარტით მისაღწევი შედეგები:
ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
ქართ. X. 15. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს გამოხმაურება წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე.
გაკვეთილი ტარდება შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდით: მოსწავლეებს გაკვეთილის ჩატარებამდე 1-2 დღით
ადრე სახლში ეძლევათ ინტერაქტიული ელექტრონული წიგნი, რომელშიც ახსნილია ახალი მასალა და ამავე დროს,
მოცემულია გამოწვევის (A) ფაზისა და შინაარსის რეალიზების (B) ფაზისათვის განკუთვნილი კითხვები. ამავდროულად,
მოსწავლეები ელექტრონულ ფორმატში იღებენ, საგაკვეთილო პროცესიდან გამომდინარე, სამუშაო ფურცლებს (მოსწავლეები
ელექტრონულად აკეთებენ დავალებას და გაკვეთილის დაწყებამდე აწვდიან მასწავლებელს, რათა გაკვეთილზე განიხილონ).
საგაკვეთილო პროცესი მთლიანად შეადგენს რეფლექსიას (C) ფაზას.
ადრე სახლში ეძლევათ ინტერაქტიული ელექტრონული წიგნი, რომელშიც ახსნილია ახალი მასალა და ამავე დროს,
მოცემულია გამოწვევის (A) ფაზისა და შინაარსის რეალიზების (B) ფაზისათვის განკუთვნილი კითხვები. ამავდროულად,
მოსწავლეები ელექტრონულ ფორმატში იღებენ, საგაკვეთილო პროცესიდან გამომდინარე, სამუშაო ფურცლებს (მოსწავლეები
ელექტრონულად აკეთებენ დავალებას და გაკვეთილის დაწყებამდე აწვდიან მასწავლებელს, რათა გაკვეთილზე განიხილონ).
საგაკვეთილო პროცესი მთლიანად შეადგენს რეფლექსიას (C) ფაზას.
№
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი
/მეთოდები |
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო წთ.
|
1
|
მასწავლებელი აგვარებს საორგანიზაციო
მომენტს და კლასს აცნობს გაკვეთილის თემასა და მიზნებს |
მინი ლექცია
|
მთელი კლასი
|
მიზნები, გეგმა
|
2-3 წთ.
|
2
|
წინარე ცოდნის გაააქტიურება:
მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს კითხვებს kahoot.com-ის ტესტირების პროგრამით, მოსწავლეები მონიტორზე ხედავენ კითხვებს და სმარტფონის ან კომპიუტერის საშუალებით აფიქსირებენ საკუთარ პასუხს. მასწავლებელი საკუთარ კომპიუტერში ხედავს მოსწავლეთა შედეგებს. |
ბლიც-ინტერვიუ,
ქვიზ ტესტები |
მთელი კლასი, ინდივიდუალური
|
kahoot.com, კომპიუტერი,
ტელეფონები, პროექტორი |
5-7 წთ.
|
3
|
მოსწავლეების მიერ გადმოგზავნილი
დავალებების განხილვას მასწავლებელი იწყებს ელექტრონული ვერსიებით (თუ რომელიმე მოსწავლეს არ აქვს კომპიუტერი, ის დავალებას მატერიალურად ასრულებს). განხილვის დროს მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს უკუკავშირს. |
დისკუსია.
|
მთელი კლასი, ინდივიდუალური
|
Word-ის ფაილები,
შეფასების რუბრიკები. |
5-7 წთ.
|
4
|
მოსწავლეები იყოფიან 4 ჯგუფად.
ისინი ჯგუფდებიან საკუთარი სურვილისამებრ, რომ მუშაობა უფრო საინტერესო იყოს. მასწავლებელი სთხოვს ჯგუფებიდან თითო-თითო წარმომადგენელმა აირჩიოს სამუშაო თემა: სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“-ს მიხედვით ერთ-ერთი გმირის (ლეონი, სედრაქი, რუქა, ჯუმბერი) დახასიათება. მოსწავლეები ახასიათებენ გმირს და ქმნიან მინი პრეზენტაციას PowerPoint-ში. |
ჯგუფური მუშაობა
|
ჯგუფური
|
კომპიუტერები,
სახელმძღვანელო |
11 წთ.
|
5
|
PowerPoint-ში შექმნილი პრეზენტაციის
წარდგენა და დისკუსია: ჯგუფები ირჩევენ თავიანთ წარმომადგენელს, რომელიც კლასს წარუდგენს ჯგუფის მიერ შექმნილ პრეზენტაციას და მოსაზრებებს, მსმენელები ინიშნავენ საჭირბოროტო საკითხებს, რათა, პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, დაუსვან კითხვები წარმოდგენილი და საინტერესო საკითხების ირგვლივ. როდესაც ოთხივე ჯგუფი დაასრულებს შექმნილი დავალების წარმოდგენას, იწყება დისკუსია. |
პრეზენტაცია, დისკუსია
|
ჯგუფური
|
PowerPoint-ში შექმნილი
მოსწავლეთა პრეზენტაციები |
15-17 წთ.
|
6
|
შეფასება, თვითშეფასება. მასწავლებელი
აჯამებს განვლილ გაკვეთილს, გამოაქვს დასკვნები, აფასებს მოსწავლეებს. |
შეფასება, მინილექცია
|
მთელი კლასი, ინდივიდუალური
|
შეფასების კრიტერიუმები
|
5 წთ.
|
- დისკუსიის დროს წარმოადგენს საკუთარ ან ჯგუფის საერთო პოზიციას;
- მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;
- მსჯელობს არგუმენტირებულად, გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;
- იყენებს ფაქტებს (მაგ., სტატისტიკურ მონაცემებს) და ციტატებს სხვადასხვა წყაროდან საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად;
- დამაჯერებლად იცავს საკუთარ მოსაზრებას, მაგრამ არ ცდილობს დისკუსიაში დომინანტური პოზიციის დაკავებას;
- სათანადო წესისა და ეტიკეტის დაცვით უძღვება მინი-დისკუსიას (იმ შემთხვევაში, თუ წამყვანია).
- გამოხატავს პერსონაჟთა მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას;
- მსჯელობს იმის შესახებ, რა იყო კონკრეტულ ნაწარმოებში მისთვის მისაღები და რა - მიუღებელი;
შეფასება:
მსჯელობის შეფასების რუბრიკა
სასწავლო უნარები
|
1-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
თემისა და პრობლემის
განსაზღვრა |
ვერ საზღვრავს კონკრეტულ
თემატიკას და პრობლემას |
დახმარების საშუალებით
შეუძლია რამდენადმე მიუახლოვდეს სამიზნე თემას |
არასრულფასოვნად
აყალიბებს თემატიკასა და პრობლემას |
საზღვრავს მიზანს,
მსჯელობს პრობლემაზე, მოჰყავს არგუმენტები |
ანალოგიებისა და
ლიტერატურული პარალელების განსაზღვრა |
არ შეუძლია ანალოგიებისა და
ლიტერატუტული პარალელების ამოცნობა |
დახმარების შედეგად
ამოიცნობს
ლიტ.პარალელებს
|
შეუძლია დამოუკიდებლად
განსაზღვროს ანალოგიური თემები და იდეები, მოჰყავს მაგალითები |
მასალა კარგად აქვს
მომზადებული, შეუძლია მაგალითებისა და ლიტერატურული პარალელების შესახებ მსჯელობა და სათანადო დასკვნების გამოტანა |
პრეზენტაცია
|
თემას ვერ წარმოადგენს ნათლად
და გასაგებად, კითხვებზე ვერ პასუხობს ადეკვატურად |
ინფორმაციას ფლობს, მაგრამ
უჭირს მისი დალაგება, ლოგიკურად გადმოცემა |
შეუძლია გეგმის მიხედვით
წარმოადგინოს საპრეზენტაციო საკითხი, ვერ იცავს დროის ლიმიტს. |
შესავალი საინტერესოა,
ავლენს შემოქმედებით უნარს, დაცულია ლოგიკური ჯაჭვი, გამართულია ტემბრი, იცავს დროის ლიმიტი |
წინად.კონსტრუირება
|
არ შეუძლია წინადადების
მიზნობრივად კონსტრუირება, უჭირს სათქმელის გადმოცემა |
აგებს მარტივ კონსტრუქციებს,
მაგრამ უშვებს სინტაქსურ და სტილურ შეცდომებს |
ფლობს სინტაქსური
სინონიმიკის ელემენტებს, სტილი გამართულია |
შესაბამისად იყენებს
წინადადების ტიპებს შინაარსისა და აგებულების მიხედვით, არჩევს თემის შესაბამის სტილს, გააჩნია ორიგინალური თხრობისა და მეტყველების მანერა |
ისტ-ის მიზნობრივი
გამოყენება |
არ ფლობს კომპიუტერზე
მუშაობის ძირითად პრინციპებს |
დახმარებით შეუძლია
მითითების მიხედვით შესაბამისი პროგრამის გამოყენება |
იცის საოფისე პროგრამები,
შეუძლია მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება დავალების შესრულებისას |
სრულყოფილად ფლობს
ისტ-ის გამოყენების ტექნიკას, შეუძლია შექმნას სასწავლო და დამხმარე მასალები |
ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეობის თვითშეფასების სქემის ნიმუში
ჩემს აზრს ღიად გამოვთქვამ
|
ყოველთვის,ზოგჯერ, არასოდეს
|
როცა სხვა ლაპარაკობს,ვუსმენ ყურადღებით
|
ყოველთვის, ზოგჯერ ,არასოდეს
|
განსხვავებულ აზრს ვითვალისწინებ
|
ყოველთვის,ზოგჯერ ,არასოდეს
|
დაკისრებულ ფუნქციას ვასრულებ
|
ყოველთვის,ზოგჯერ ,არასოდეს
|
ვიცი,რომ კამათი ჩხუბში არ უნდა გადაიზარდოს
|
ყოველთვის, ზოგჯერ ,არასოდეს
|
ვიცავ დროის ლიმიტს
|
ყოველთვის, ზოგჯერ ,არასოდეს
|
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
პასუხობს თემას
|
1
|
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
|
2
|
საუბრობს გამართულაი ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
|
2
|
იყენებს განსხვავებულ წყაროებს
|
2
|
დარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს
|
1
|
იყენებს თვალსაჩინოებას
|
1
|
იცავს დროის ლიმიტს
|
1
|
დისკუსიის შეფასების რუბრიკა
მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს
|
2
|
მსჯელობს არგუმენტირებულად
|
2
|
აკეთებს დასკვნებს
|
2
|
იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს (თვალით,ჟესტებით, ხმით)
|
2
|
კორექტულია ოპონენტის მიმართ, ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს
|
2
|
ხელმოწერა:
თარიღი:
Комментарии
Отправить комментарий