К основному контенту

კურსის მიზანი

ტრენინგკურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

დღე მერვე

პორტფოლიო პორტფოლიო არის მასწავლებლის ან მოსწავლის ნამუშევრების კრებული. პორტფოლიოს შეფასების დროს მასწავლებელი ან მასწავლებელთა ჯგუფი მოსწავლეს სთხოვს, ამოირჩიოს თავისი ნამუშევრებიდან საუკეთესო და ხდება ამ ნამუშევრების განხილვა. პორტფოლიო შეიძლება შეიცავდეს მოსწავლის მიერ შესრულებულ საშინაო და საკლასო დავალებებს, ჯგუფური პროექტების ანგარიშებს და ა.შ. პორტფოლიოს დანიშნულებაა, რომ მოსწავლემ თავად შეაფასოს თავისი ნაშრომები და გააცნობიეროს, თუ რა შეცდომები დაუშვა და როგორ შეიძლება მომავალში ამ შეცდომების აცილება. მასწავლებლის პორტფოლიო შეიცავს მასწავლებლის ნამუშევრებს: აქტივობების ნიმუშებს, დავალებებისთვის განკუთვნილ ცხრილებს და ა. შ. საგანმანათლებლო ტერმინების ლექსიკონი   განათლების სპეციალისტებისათვის I ნაწილი, ეროვნულის სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, თბილისი, 2007 რა არის მასწავლებლის პორტფოლიო? მასწავლებლის პორტფოლიო არის მისი პედაგოგიური და პიროვნული მიღწევების აღწერა დროის გარკვეულ პერიოდში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პორტფოლიო არის ...

დღე პირველი

კურსის მონაწილეთა გაცნობა კურსის წარდგენა: მიზანი, შედეგები, განრიგი, საორგანიზაციო საკითხები, მუშაობის ფორმები, სამუშაო წესები, მონაწილეთა შეფასების საკითხები  აქტიური ლექცია PP (PowerPoint) პრეზენტაციის გამოყენებით, კურსის სილაბუსის გაცნობა, კითხვები და პასუხები სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულები ( გაკვეთილი, თემატური ერთეული, თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი) გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურები: დაგეგმვა, მომზადება, წარ მართვა, შეფასება გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი (ABC) D-GP-IP ( დემონსტრირება - მართული პრაქტიკა - დამოუკიდებელი ვარჯიში) - სწავლა- სწავლების რამდენიმე ეფექტიანი სტრატეგია ისტ-ის გამოყენებით D-GP-IP - ცნების რუკა, როგორც ეფექტიანი პედაგოგიური ინსტრუმენტი ციფრული წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა გარდა იმისა, რომ ისტ-ის გამოყენება მოსწავლეებს ეხმარება სხვადასხვა სასწავლო საგნით გათ ვალისწინებული შედეგების მიღწევაში, იგი ხელს უწყობს თვით ისტ-თან დაკავშირებული კომ ...

დღე მესამე

ტრენინგდღის გახსნა მისალმება, წინა ტრენინგის გახსენება მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები საშინაო დავალების მიმოხილვა დისკუსია: რატომ არის მნიშვნელოვანი ვიზუალური მასალის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში? რა მახასიათებლები აქვს ეფექტიან ვიზუალურ მასალას? (D-GP-IP): სასწავლო პრეზენტაციის მომზადება საპრეზენტაციო პროგრამაში აქტიური ლექცია: რა არის ეფექტიანი პრეზენტაცია? ინფორმაციის დიზაინი MS PP პროგრამა სასწავლო პრეზენტაციის მომზადება MS PowerPoint-ში რა არის ეფექტიანი პრეზენტაცია? ნებისმიერი პრეზენტაციის მთავარი მიზანი ინფორმაციის მიწოდებაა. პრეზენტაციას უფრო კონკრე ტული ამოცანებიც შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად: ამა თუ იმ საკითხისადმი ინტერესის გამოწვევა,  პრობლემაზე დაფიქრება, მოვლენებისა თუ მონაცემების განხილვა, პოზიციის ჩამოყალიბება და სხვ.  ადამიანები გაცილებით უკეთ აღიქვამენ და სწავლობენ მაშინ, როცა ინფორმაცია ვიზუალურად არის  გაფორმებული. ტექსტისა და ილუსტრაციის შერწყმა მიმღებს ყურადღების კონცენტრირებასა და ში ნაარსის უკეთ გაგებაში ეხმარება. პრე...