К основному контенту

დღე მეშვიდე

პროექტი


ეროვნულ სასწავლო გეგმასა და თანამედროვე პედაგოგიურ ლიტერატურაში ხშირად გვხვდება ტერმინი ”პროექტი”. რას ნიშნავს სასწავლო პროექტი და რატომ ანიჭებენ უპირატესობას  მასწავლებლები პროექტზე დაფუძნებულ სწავლას კარგ სკოლებში?
თანამედროვე პედაგოგიკაში განსაკუთრებით აქტუალურია პროექტზე დაფუძნებული სწავლა (Project Based Learning). ეს არის მიდგომა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავცდეთ გაკვეთილის ჩარჩოში ჩასმულ, მასწავლებელზე ორიენტირებულ აქტივობებს და შევთავაზოთ მოსწავლეებს უფრო გრძელვადიანი სასწავლო საქმიანობა, რომელიც რეალურ, ცხოვრებისეულ საკითხებს/ პრობლემებს ეხება. ამგვარი აქტივობების განხორციელება მიზნად ისახავს მოსწავლეთა კომპეტენციების გამომუშავებას: ა) კონკრეტულ, აქტუალურ შეკითხვაზე პასუხის გაცემის ან ბ) კონკრეტული, აქტუალური პრობლემის გადაჭრის გზით. კარგად დაგეგმილი სასწავლო პროექტი პირდაპირ უკავშირდება ამა თუ იმ საგნის საგანმანათლებლო სტანდარტსა და შინაარსს.
სასწავლო პროექტს საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებული მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ახორციელებენ. მეორე მხრივ, პროექტის შეფასება ინდივიდუალიზებულია და ითვალისწინებს როგორც შესრულებული ნამუშევრის ხარისხს, ისე თითოეული მოსწავლის წვლილს რეალიზების პროცესში.
საბოლოოდ, ამგვარი სწავლა საშუალებას აძლევს მოსწავლეს, საკუთარი იდეები და შეხედულებები ჩამოაყალიბოს, საკუთარი პოზიციები გამოკვეთოს და ის გადაწყვეტილებები მიიღოს, რომლებიც გავლენას ახდენს პროექტის შედეგსა და სასწავლო პროცესზე.
პროექტზე დაფუძნებული სწავლის მთავარი კომპონენტები ქვემოთ დიაგრამის სახით არის მოცემული.
როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ სასწავლო პროექტი იმგვარად, რომ სიღრმისეულ შემეცნებასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლებას შეუწყოს ხელი?
სასწავლო პროექტი არის კონკრეტული პრობლემის გადაჭრისკენ ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაო, რომელიც მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს. პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვის, კვლევის, პრაქტიკული ქმედებისა და შედეგების წარმოდგენის ეტაპებს არჩეული საკითხის შესაბამისად. ნებისმიერ პროექტს აქვს რესურსები (ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური და დროითი), რომლებიც წინასწარ არის განსაზღვრული მის აღწერაში. პროექტი განხორციელებულად ჩაითვლება, თუ მისი შედეგები თვალსაჩინოდ და დამაჯერებლად იქნება წარმოდგენილი (მაგ., წერილობითი დოკუმენტი, მაკეტი, ინსცენირება, დებატი, აქცია, თანმიმდევრული ღონისძიებები და ა. შ.); ასევე, თუ მასში ჩართული მოსწავლეები, მასწავლებლები და ის აუდიტორია, რომლის წინაშეც მას წარადგენენ, შეთანხმდებიან, რომ პროექტის მიზნები მიღწეულია.
შესაძლებელია, მოსწავლემ პროექტი ინდივიდუალურად შეადგინოს და განახორციელოს. გარკვეული კომპეტენციების განვითარებისთვის (მაგალითად, სოციალური უნარები) უფრო ნაყოფიერი და წარმატებულია ჯგუფური სამუშაო.
პროექტის საკითხებს მოსწავლეები შედარებით ხანგრძლივი დროის (ერთი ან რამდენიმე კვირის) განმავლობაში ამუშავებენ და შემდეგ წარუდგენენ მთელ კლასს ან უფრო ფართო აუდიტორიას. პროექტის განხორციელება მოსწავლეს უვითარებს მიღებული ცოდნის და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევას.
სასწავლო პროექტების დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ პროექტს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული დანიშნულება მასწავლებლისა და მოსწავლეებისთვის.
სასწავლო პროექტის შესახებ შეგვიძლია მოკლედ ვთქვათ, რომ:
     არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც გვინდა;
     არსებობს მიზანი, რომელიც დავისახეთ პრობლემიდან გამომდინარე;
     შესაძლებელია არსებული პრობლემის აღწერა (მახასიათებლების - ინდიკატორების ჩამოთვლა);
     შერჩეულია აქტივობები, რომელთა განხორციელებაც მიზნამდე მიგვიყვანს (მიღწეული იქ-ნება გაზომვადი შედეგები);
     არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ახორციელებს აღნიშნულ აქტივობებს (გადა-ნაწილებულია სამუშაო და პასუხისმგებლობები);
     გაანგარიშებულია და განაწილებულია საჭირო რესურსები (როგორც ადამიანური, ისე მატე-რიალური);
     გათვლილია განხორციელებისთვის საჭირო დრო (ეტაპების მიხედვით);
     წინასწარ გათვლილია მოსალოდნელი შედეგი (შესაძლებელია ამ შედეგის მახასიათებლე-ბის - ინდიკატორების ჩამოთვლა);
     დაგეგმილია შედეგების გამოქვეყნება ან წარდგენა აუდიტორიისთვის.
სასწავლო პროექტის დაგეგმვისა და განხორციელებისას, ცხრილების გამოყენება აადვილებს მუშაობას.
როგორც წესი, პროექტზე დაფუძნებული სწავლა კვლევით აქტივობებს მოიცავს. ინფორმაციის ძიება, წყაროების შედარება, მონაცემების ანალიზი სასწავლო პროექტის საკვანძო კომპონენტებია. ქვემოთ გთავაზობთ კვლევითი აქტივობის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან სტრატეგიას, რომლის გამოყენება სხვადასხვა საგანში და სხვადასხვა საფეხურზეა შესაძლებელი.

“მე ვიკვლევ” სტრატეგია

“მე ვიკვლევ” სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის სასკოლო დონეზე რეალიზების ყველაზე პოპულარული სტრატეგიაა. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ცალკეულ მოსწავლესთან, ისე წყვილებში ან მცირე ჯგუფებში.
“მე ვიკვლევ” სტრატეგია გამოიყენება საგანმანათლებლო პროექტების განსახორციელებლად, როცა მოსწავლეები გრძელვადიან სასწავლო ამოცანებს ისახავენ და ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევენ დაგეგმილ შედეგებს. საინფორმაციო ტექნოლოგიების (კომპიუტერისა და ინტერნეტის) გამოყენებით, მასწავლებლებს შეუძლიათ, კიდევ უფრო გაამდიდრონ მოსწავლეთა უნარ-ჩვევების დიაპაზონი. ასეთ შემთხვევაში, მოსწავლეები ინტენსიურად ეძებენ ინფორმაციას ინტერნეტში, წერენ ელექტრონულ წერილებს, შეაქვთ ტექსტები კომპიუტერში, ამზადებენ PowerPoint პრეზენტაციებს, ქმნიან ვებ-ბლოგებს და ა. შ.
”მე ვიკვლევ” სტრატეგიის მიხედვით, სამუშაო ოთხ ძირითად საფეხურად იყოფა:

საფეხური 1 -  მასწავლებელი გააცნობს მოსწავლეებს ამა თუ იმ საინტერესო თემას და მიმოიხილავს მასთან დაკავშირებულ საკითხებს. მოსწავლეები ცდილობენ, გაიხსენონ, რა იციან ამ თემის გარშემო. ისინი სვამენ შეკითხვებს, რომლებიც მათთვის საინტერესოა და განხილულ თემას უკავშირდება, ბოლოს კი შეარჩევენ ერთ კონკრეტულ შეკითხვას, რომელიც შემდგომში კვლევით მუშაობას დაუდებს სათავეს. მოსწავლეები წერენ, თუ რატომ აირჩიეს ეს შეკითხვა. მისი ჩამოყალიბების შემდეგ, შესაძ-ლებელია, სავარაუდო პასუხების მოფიქრება. მოგვიანებით, მოსწავლეები კვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებს სავარაუდო პასუხებს შეადარებენ.
საფეხური 2 -  მოსწავლეები აყალიბებენ კვლევის გეგმას. მასში აღწერილია კვლევის პროცესის ყველა ნაბიჯი (მაგალითად, ლიტერატურის დამუშავება, ინტერვიუების აღება, გამოკითხვის ჩატარება და სხვ.).
საფეხური 3 -  მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას წინა საფეხურზე შემუშავებული გეგმის მიხედვით. ამასთან, ისინი აანალიზებენ და აჯერებენ ინფორმაციას ცოდნის კონსტრუირების მიზნით. იწყება პირველი ჩანაწერების კეთება და მსჯელობა ტექსტის სტრუქტურირებაზე.
საფეხური 4 -  მოსწავლეები ქმნიან “მე ვიკვლევ” პროექტის ანგარიშს. ანგარიშის ტექსტი ხუთი ნაწილისაგან შედგება: 1. ჩემი კვლევითი შეკითხვა; 2. კვლევის პროცესი; 3. რა ვისწავლე; 4. რას ნიშნავს ეს ჩემთვის; 5. გამოყენებული ლიტერატურა. ანგარიშზე დაყრდნობით, სასურველია, გაკეთდეს პრეზენტაცია, ვებ-საიტი, პლაკატი და ა. შ.
სასწავლო პროექტის დაგეგვა და აღწერა
განსაზღვრეთ სასწავლო პროექტის მთავარი იდეა. უპასუხეთ შეკითხვას: რა არის უმთავრესი, რასაც ისწავლიან მოსწავლეები ამ პროექტის განხორციელებისას? როგორ განვსაზღვროთ სასწავლო პროექტის თემა?
როგორც აღვნიშნეთ, სასწავლო პროექტის თემა შეიძლება განისაზღვროს:
ა) საინტერესო, აქტუალური შეკითხვის მიხედვით
ბ) რეალური, აქტუალური პრობლემის მიხედვით.
ვინაიდან სასწავლო პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი მოსწავლეთა აქტიურობაა, სასურველია, თემის განსაზღვრაში მათ თავად მიიღონ მონაწილეობა. ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ შერჩეული თემა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიმართულებებსა და რეკომენდებულ შინაარსს შეესაბამებოდეს.
ნებისმიერ შემთხვევაში, შერჩეული თემის დამუშავება ყველა მოსწავლეს ესგ-ს მიხედვით დადგენილი შედეგების მიღწევაში უნდა დაეხმაროს.
სჯობს, სასწავლო პროექტის თემა შეკითხვის სახით ჩამოყალიბდეს. შეკითხვის დასმა ხელს უწყობს ცნობისმოყვარეობის გაღვივებას და კვლევა-ძიებისკენ გვიბიძგებს.
თემის განსაზღვრის პროცედურა შეიძლება სხვადასხვა სტრატეგიით შესრულდეს. ქვემოთ მოცემულია პროცედურის ერთ-ერთი გავრცელებული ვარიანტის აღწერა.
ნაბიჯი 1: მოსწავლეები გონებრივი იერიშის მეთოდით ასახელებენ მათთვის საინტერესო, აქტუალურ თემებს ან პრობლემებს, რომლებიც დაფაზე იწერება. საინტერესო თემის მაგალითები: ”ვულკანი”, ”ბიზანტიური კულტურა”, ”პრიმატები” და სხვ. პრობლემური თემის მაგალითები: ”ქუჩის ძაღლები”, ”გარე ვაჭრობა”, ”შიდსი” და სხვ.
ნაბიჯი 2: მასწავლებლის დახმარებით, მოსწავლეები ირჩევენ ყველაზე საინტერესო თემას. ამ მიზნით, შესაძლებელია არჩევნების მოწყობა. საბოლოოდ, განისაზღვრება ერთი თემა, რომელზეც მოსწავლეები გააგრძელებენ მუშაობას.
ნაბიჯი 3: მოსწავლეები აკონკრეტებენ თემას და იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას საპროექტო თემის შესარჩევად. როგორც წესი, თავიდან თემები მეტად ზოგადია და ერთი პროექტის ფარგლებში მათი ამოწურვა არ არის სასურველი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ზოგადი თემის/პრობლემის შერჩევის შემდეგ, მოსწავლეებმა დაიწყონ მისი დავიწროება. ამ მიზნით, შესაძლებელია თემის გარშემო რამდენიმე საინტერესო შეკითხვის ჩამოწერა ინდივიდუალურად ან მცირე ჯგუფებში. მაგალითად, თემაზე ”ვულკანი” მოსწავლეებმა, შესაძლოა, ჩამოწერონ შემდეგი შეკითხვები: ”რა არის ვულკანი?” ”რა იწვევს ვულკანს?” ”რა ვიცით ცნობილი ვულკანების შესახებ?” ”რა არის ძირითადი საფრთხეები ვულკანის ამოფრქვევისას?” ”როგორ ზემოქმედებს ვულკანი გარემოზე?” და ა.შ. საინტერესო შეკითხვების ჩამოწერის შემდეგ მოსწავლეები ერთიანდებიან მცირე საპროექტო ჯგუფებში და ინაწილებენ თემებსა და შესაბამის შეკითხვებს.
განსაზღვრეთ სასწავლო პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა მოსწავლეებთან ერთად.
რით არის ეს სასწავლო პროექტი აქტუალური? როგორ შეუწყობს იგი ხელს მოსწავლეებს ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლებაში? რა ცხოვრებისეულ პრობლემებს და ღირებულებებს შეეხება ეს პროექტი? როგორ დაეხმარება იგი მოსწავლეებს მიღებული ცოდნის გამოყენებაში?

განსაზღვრეთ სასწავლო პროექტის მიზნები და შედეგები
რა არის მთავარი მიზანი, რომელსაც ისახავს ეს პროექტი? (ამ საკითხზე მოსწავლეებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება). მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს:
     რა კონკრეტულ ცოდნას დაეუფლებიან მოსწავლეები?
     რომელ კონკრეტულ უნარებს განივითარებენ და რომლების გამოყენებაში გაიწაფებიანისინი?
     რა დამოკიდებულებები ჩამოუყალიბდებათ მათ?
     ეროვნული სასწავლო გეგმის რომელ მოთხოვნებს/სტანდარტებს პასუხობს სასწავლოპროექტი?
ჩამოწერეთ ის შედეგები, რომელთა მიღწევასაც ითვალისწინებს კონკრეტული სასწავლო პროექტი.
აუცილებლად განსაზღვრეთ, თუ რა სახის ქმედებებით გამოავლენენ მოსწავლეები შედეგების მიღწევას. რა უნდა შექმნან მათ იმის საჩვენებლად, რომ შედეგი მიღწეულია? ეს დიდ დახმარებას გაგიწევთ მოსწავლეთა შეფასებაში.
განსაზღვრეთ შეფასების საგანი და პროცედურები
როგორ დაადგენთ მოსწავლეთა წარმატებას?
     რა იქნება დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას (ინფორმაციის მოძიება დაორგანიზება, ზეპირი პრეზენტაცია, მსჯელობა, წერითი სამუშაო და სხვ.)?
     რა კრიტერიუმებით შეფასდებიან მოსწავლეები? მას შემდეგ, რაც გამოკვეთთ კრიტერიუმებს (მაგ: ისტ-ის გამოყენება, ჯგუფში თანამშრომლობა, ბიბლიოთეკის გამოყენება, ინოვაცია...), შექმენით მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების რუბრიკა (სასურველია, მოსწავლეებთან ერთად). განსაზღვრეთ, რა შემთხვევაში მიანიჭებთ მოსწავლის ნამუშევარს D (დაბალ), C (საშუალო), B (კარგ) ან A (საუკეთესო) ქულას.
წინასწარ, ანუ სასწავლო დავალებების/ინსტრუქციების მიცემამდე გააცანით რუბრიკა მოსწავლეებს.
წინასწარი ცოდნა
რა იციან ან უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა იმისათვის, რომ ამ პროექტის ამოცანები წარმატებით შეასრულონ?
გაიაზრეთ ის ინფორმაცია და უნარ-ჩვევები, რომლებიც საჭიროა შედეგების მისაღწევად. აუცილებელია პროექტის ფორმატი და შინაარსი მოსწავლეთა წინასწარი ცოდნისა და უნარების შესაბამისი იყოს, რათა დიდი მასალის დაძლევამ არ დააფრთხოს ისინი, ან  ინტერესი არ დაუკარგოს მათ.

სასწავლო პროექტების შეთავაზებისას, პედაგოგმა, შესაძლოა, მოსწავლეებთან ურთიერთობის ოთხ ფორმას მიმართოს:
მითითებები
პედაგოგი: ზუსტად განსაზღვრავს სასწავლო პროექტის მიზნებს, ამოცანებს, საფეხურებს,
პასუხისმგებლობებს. ყველა პროცესი მასწავლებლის ზედამხედველობით და ძალისხმევით  მიმდინარეობს. ის პოულობს და უთითებს მოსწავლეებს ინფორმაციის წყაროებს, აკავშირებს მათ შესაბამის ადამიანებთან, შოულობს რესურსებს. მოსწავლეები: მხოლოდ შემსრულებლები არიან.
დარწმუნება
პედაგოგი: განსაზღვრავს სასწავლო პროექტის მიზნებს, ამოცანებს, საფეხურებს, პასუხისმგებლობებს. უხსნის მოსწავლეებს, რატომ მისცა მათ ესა თუ ის ფუნქცია და რაში გამოადგებათ ამ პროექტში მონაწილეობა. მასწავლებელი უთითებს მოსწავლეებს ინფორმაციის წყაროებს. მოსწავლეები: სვამენ შეკითხვებს, აზუსტებენ დეტალებს მასწავლებელთან.
მონაწილეობა პედაგოგი: განსაზღვრავს სასწავლო პროექტის მიზნებს, აფასებს მოსწავლეებს.
მოსწავლეები: სახავენ ამოცანებს, ინაწილებენ ფუნქციებს, ათანხმებენ ამ ყველაფერს მასწავლებელთან, ასრულებენ დასახულ საქმიანობებს, ირჩევენ ინფორმაციის წყაროსა და ისტ საშუალებებს. ანგარიშს აბარებენ მასწავლებელს. განიხილავენ შედეგებს.
დელეგირება
პედაგოგი: ნებართვას აძლევს მოსწავლეებს, განახორციელონ სასწავლო პროექტი. აფასებს მოსწავლეთა თვითშეფასებას.
მოსწავლეები: სთავაზობენ მასწავლებელს ახალი პროექტის განხორციელების იდეას, 
ისახავენ მიზნება, ამოცანებს, ფუნქციებს, ამზადებენ ანგარიშს.

სასწავლო პროექტის განხორციელების საფეხურები


1.    დაგეგმვა: ამ ეტაპზე განისაზღვრება: რა პრობლემის მოგვარებას აპირებს სასწავლო პროექტში ჩართული ჯგუფი? როგორ შეიძლება დავახასიათოთ პრობლემა? რა მიზანს ემსახურება პროექტი? როგორ შეიძლება დავახასიათოთ მიზანი? როდის ჩაითვლება მიზანი მიღწეულად?
2.    მომზადება: ამ ეტაპზე უნდა მომზადდეს ისტ და სხვა დამხმარე საშუალებები, გაფრთხილდნენ ის ადამიანები, ვისი მონაწილეობაც პროექტში მნიშვნელოვანია. მაგ.: ექსპერტი, ინტერვიუერი, მძღოლი და სხვ.
3.    განხორციელება: წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით, სამუშაო ჯგუფი ახორციელებს პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ სამუშაოებს. შესაძლოა, რეალური სამუშაოები განსხვავდებოდეს დაგეგმილისგან, მაგრამ ეს განსხვავება (მაგალითად, დროში, რესურსებში) დიდი არ უნდა იყოს.
4.    წარდგენა:  ჯგუფმა უნდა მოამზადოს პროექტის მიმდინარეობისა და მიღებული შედეგების ამსახველი პრეზენტაცია. უნდა განისაზღვროს წარდგენის ფორმატი (MS PowerPoint  ან სხვ.).
5.    შეფასება: ამ საფეხურზე მასწავლებელი, მოსწავლეებთან შეთანხმებული რუბრიკის შესაბამისად, აფასებს პროექტის განხორციელებასა და მიღწეულ შედეგებს. სასწავლო პროექტის განხორციელების გეგმა
1.      პროექტის სახელწოდება:
2.      პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
3.      პროექტის აქტუალობა:
4.      პროექტის მიზნები:
5.      მონაწილეთა ასაკი:
6.      ვადები/ხანგრძლივობა:
7.      მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
8.      პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
9.      პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
10.  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
11.  პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
12.  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
13.  პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:



Комментарии

Популярные сообщения из этого блога

დღე პირველი

კურსის მონაწილეთა გაცნობა კურსის წარდგენა: მიზანი, შედეგები, განრიგი, საორგანიზაციო საკითხები, მუშაობის ფორმები, სამუშაო წესები, მონაწილეთა შეფასების საკითხები  აქტიური ლექცია PP (PowerPoint) პრეზენტაციის გამოყენებით, კურსის სილაბუსის გაცნობა, კითხვები და პასუხები სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულები ( გაკვეთილი, თემატური ერთეული, თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი) გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურები: დაგეგმვა, მომზადება, წარ მართვა, შეფასება გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი (ABC) D-GP-IP ( დემონსტრირება - მართული პრაქტიკა - დამოუკიდებელი ვარჯიში) - სწავლა- სწავლების რამდენიმე ეფექტიანი სტრატეგია ისტ-ის გამოყენებით D-GP-IP - ცნების რუკა, როგორც ეფექტიანი პედაგოგიური ინსტრუმენტი ციფრული წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა გარდა იმისა, რომ ისტ-ის გამოყენება მოსწავლეებს ეხმარება სხვადასხვა სასწავლო საგნით გათ ვალისწინებული შედეგების მიღწევაში, იგი ხელს უწყობს თვით ისტ-თან დაკავშირებული კომ პეტე

დღე მეოთხე

ტრენინგდღის გახსნა მისალმება, წინა ტრენინგის გახსენება მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები საშინაო დავალების მიმოხილვა (D-GP-IP): პრეზენტაციის წარმართვა სამოდელო პრეზენტაცია აქტიური ლექცია: პრეზენტაციის წარმართვის ძირითადი პრინციპები და ხერხები პრეზენტაციები ტრენერისა და აუდიტორიის უკუკავშირი პრეზენტაციის შეფასება მსმენელების მიერ/უკუკავშირი აქტიური ლექცია: ვირტუალური ლაბორატორია და ელექტრონული თამაში (D-GP-IP): ვირტუალური ლაბორატორიისა და ელექტრონული თამაშის მოძიება  ინტერნეტში; ვირტუალური ლაბორატორიის და ელექტრონული თამაშის გამოყენება სასწავლო პროცესში საგნმანათლებლო რესურსების შესაქმნელი ვებგვერდები; აუდიო და ვიდეოსაშუალებების ეფექტიანი გამოყენება სასწავლო პროცესში; პრეზენტაციის წარმართვის ძირითადი პრინციპები და ხერხები როდესაც პრეზენტაციას ვამზადებთ, ან მოსწავლეებს ვასწავლით, თუ როგორ უნდა მოამზადონ  პრეზენტაცია, შეგვიძლია გამოვიყენოთ სამჯერ თქმის პრინციპი: შესავალში უნდა ვუთხრათ აუდიტორიას, თუ რის თქმას ვაპირებთ; ძირითად ნაწილში უნდა გავშალოთ და ავუხსნათ

დღე მესამე

ტრენინგდღის გახსნა მისალმება, წინა ტრენინგის გახსენება მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები საშინაო დავალების მიმოხილვა დისკუსია: რატომ არის მნიშვნელოვანი ვიზუალური მასალის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში? რა მახასიათებლები აქვს ეფექტიან ვიზუალურ მასალას? (D-GP-IP): სასწავლო პრეზენტაციის მომზადება საპრეზენტაციო პროგრამაში აქტიური ლექცია: რა არის ეფექტიანი პრეზენტაცია? ინფორმაციის დიზაინი MS PP პროგრამა სასწავლო პრეზენტაციის მომზადება MS PowerPoint-ში რა არის ეფექტიანი პრეზენტაცია? ნებისმიერი პრეზენტაციის მთავარი მიზანი ინფორმაციის მიწოდებაა. პრეზენტაციას უფრო კონკრე ტული ამოცანებიც შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად: ამა თუ იმ საკითხისადმი ინტერესის გამოწვევა,  პრობლემაზე დაფიქრება, მოვლენებისა თუ მონაცემების განხილვა, პოზიციის ჩამოყალიბება და სხვ.  ადამიანები გაცილებით უკეთ აღიქვამენ და სწავლობენ მაშინ, როცა ინფორმაცია ვიზუალურად არის  გაფორმებული. ტექსტისა და ილუსტრაციის შერწყმა მიმღებს ყურადღების კონცენტრირებასა და ში ნაარსის უკეთ გაგებაში ეხმარება. პრეზენტაციის ჩატა