ტრენინგდღის გახსნა
მისალმება, წინა ტრენინგის გახსენება
მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები
საშინაო დავალების მიმოხილვა
დისკუსია: რატომ არის მნიშვნელოვანი ვიზუალური მასალის გამოყენება
სწავლა-სწავლების პროცესში?
რა მახასიათებლები აქვს ეფექტიან ვიზუალურ მასალას?
(D-GP-IP): სასწავლო პრეზენტაციის მომზადება საპრეზენტაციო პროგრამაში
აქტიური ლექცია: რა არის ეფექტიანი პრეზენტაცია?
ინფორმაციის დიზაინი
MS PP პროგრამა
ინფორმაციის დიზაინი
I სლაიდი - თავფურცელი
II სლაიდი - პრეზენტაციის მიზანი (შედეგები, ქვესაკითხები და სხვ.)
III სლაიდი - ბლოკის სათაური + შინაარსი
IV სლაიდი - ბლოკის სათაური + შინაარსი
V სლაიდი - ბლოკის სათაური + შინაარსი
VI სლაიდი - წინა სლაიდების შეჯამება / შემდგომი ღონისძიებების აღწერა
აქვე გთავაზობთ რამდენიმე რჩევას ეფექტიანი სლაიდების შესაქმნელად:
2) დიზაინი და გაფორმება
შემაჯამებელი რეკომენდაცია
მისალმება, წინა ტრენინგის გახსენება
მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები
საშინაო დავალების მიმოხილვა
დისკუსია: რატომ არის მნიშვნელოვანი ვიზუალური მასალის გამოყენება
სწავლა-სწავლების პროცესში?
რა მახასიათებლები აქვს ეფექტიან ვიზუალურ მასალას?
(D-GP-IP): სასწავლო პრეზენტაციის მომზადება საპრეზენტაციო პროგრამაში
აქტიური ლექცია: რა არის ეფექტიანი პრეზენტაცია?
ინფორმაციის დიზაინი
MS PP პროგრამა
სასწავლო პრეზენტაციის მომზადება MS PowerPoint-ში
რა არის ეფექტიანი პრეზენტაცია?
ნებისმიერი პრეზენტაციის მთავარი მიზანი ინფორმაციის მიწოდებაა. პრეზენტაციას უფრო კონკრეტული ამოცანებიც შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად: ამა თუ იმ საკითხისადმი ინტერესის გამოწვევა, პრობლემაზე დაფიქრება, მოვლენებისა თუ მონაცემების განხილვა, პოზიციის ჩამოყალიბება და სხვ. ადამიანები გაცილებით უკეთ აღიქვამენ და სწავლობენ მაშინ, როცა ინფორმაცია ვიზუალურად არის გაფორმებული. ტექსტისა და ილუსტრაციის შერწყმა მიმღებს ყურადღების კონცენტრირებასა და შინაარსის უკეთ გაგებაში ეხმარება. პრეზენტაციის ჩატარება ნებისმიერ თემაზეა შესაძლებელი. როგორც წესი, სასწავლო პროექტები მოსწავლეების მიერ მომზადებული პრეზენტაციებით მთავრდება, რაც კვლევითი საქმიანობის მოტივაციას ამაღლებს. ამიტომ პრეზენტაციის მომზადება, ჩატარება და შეფასება სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი ელემენტია თანამედროვე სკოლაში.
არსებობს პრეზენტაციის მოსამზადებელი სპეციალური პროგრამები, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს Microsoft PowerPoint. ჩვენს კურსში სწორედ ამ პროგრამის გამოყენების ხერხებს დავეუფლებით.
პრეზენტაცია ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: 1) ზეპირი და 2) ვიზუალური. ორივე კომპონენტის მომზადება და სინთეზირება სერიოზულ მზადებასა და ვარჯიშს მოითხოვს. ქვემოთ მოცემულია პრეზენტაციის მომზადების ძირითადი საფეხურები:
- საპრეზენტაციო თემის/საკითხის სიღრმისეულად დამუშავება, რაც ეფექტიანი პრეზენტაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია მომზადების ფაზაში.
- აუდიტორიის შესწავლა (ვინ არიან მსმენელები? რით არის ეს საკითხი აქტუალური მათთვის? რა იციან უკვე ამ საკითხის გარშემო? რა აინტერესებთ ამ საკითხის ირგვლივ ყველაზე მეტად?). მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის შემდეგი შეკითხვის დასმა: რისი გაგება შეიძლება გაუჭირდეთ?
- პრეზენტაციის მიზნის განსაზღვრა და მკაფიოდ ჩამოყალიბება.
- სცენარის/გეგმის შემუშავება, რომელიც ოთხ ძირითად ნაწილს მოიცავს: შესავალს, ძირითად ნაწილს, შეჯამებასა და დახურვას.
- ვიზუალური საშუალების შერჩევა. დღეს სულ უფრო ხშირია სლაიდშოუს გაშვება ეკრანზე ან კედელზე LCD პროექტორით, თუმცა პრეზენტაციის ვიზუალური კომპონენტი შეიძლება ფორმატის ქაღალდის, ან კოდოსკოპის გამოყენებითაც ჩატარდეს.
- სლაიდების მომზადება, რაც ტექსტებისა და შესაბამისი ილუსტრაციების მომზადებასა და განთავსებას გულისხმობს. ეს პროცესი თითოეული სლაიდის შექმნასა და რედაქტირებას მოიცავს.
- რეპეტიცია. მნიშვნელოვანია თვითრწმენის გამოსამუშავებლად და ისეთ დეტალებზე კონცენტრირებისათვის, რომლებიც, ერთი შეხედვით, ნაკლებად აქტუალურია.
- საპრეზენტაციო გარემოსა და ტექნიკური საშუალებების მომზადება. სასურველია, ოთახი, ავეჯის განლაგება, განათება, აღჭურვილობა პრეზენტაციის დაწყებამდე დროულად მომზადდეს.
- პრეზენტაციის წარმართვა. მნიშვნელოვანია ეფექტიანი კომუნიკაციის ისეთი ხერხების გამოყენება, როგორიცაა თვალის კონტაქტი, ხმის ტემბრის ცვლა, პაუზები, არავერბალური მინიშნებები და სხვ.
- უკუკავშირის მიღება აუდიტორიიდან. შესაძლებელია შესრულდეს ღია, ფრონტალური შეკითხვის დასმით, ან სპეციალური კითხვარის შევსებით.
ინფორმაციის დიზაინი
ინფორმაციის დიზაინი პრეზენტაციის მეორე, ანუ ვიზუალურ კომპონენტს ეხება. აქ იგულისხმება როგორც (1) ინფორმაციის ბლოკების ორგანიზება (თანმიმდევრულად დალაგება), ისე (2) გარეგნული მხარის დახვეწა. ეფექტიანი პრეზენტაცია ისეა სტრუქტურირებული და გაფორმებული, რომ საგრძნობლად უადვილებს აუდიტორიას ინფორმაციის მიღებას, აღქმას, დამუშავებასა და უკუკავშირს.
ქვემოთ მოცემულია რეკომენდაციები, რომლებიც პრეზენტაციის დიზაინის შექმნაში დაგეხმარებათ.
1) ინფორმაციის სტრუქტურირება, ანუ პრეზენტაციის მთელი შინაარსის მიზნობრივად დანაწევრება და თანმიმდევრულად განთავსება სლაიდებზე.
მაგალითად, ყველაზე ტიპური საპრეზენტაციო სლაიდშოუ ასეა სტრუქტურირებული:I სლაიდი - თავფურცელი
- თემის სათაური
- პრეზენტაციის ავტორი
- თარიღი
- სხვა ფორმალური ინფორმაცია (მაგალითად, რა ღონისძიებისთვის მომზადდა პრეზენტაცია)
II სლაიდი - პრეზენტაციის მიზანი (შედეგები, ქვესაკითხები და სხვ.)
III სლაიდი - ბლოკის სათაური + შინაარსი
IV სლაიდი - ბლოკის სათაური + შინაარსი
V სლაიდი - ბლოკის სათაური + შინაარსი
VI სლაიდი - წინა სლაიდების შეჯამება / შემდგომი ღონისძიებების აღწერა
აქვე გთავაზობთ რამდენიმე რჩევას ეფექტიანი სლაიდების შესაქმნელად:
- დაიტანეთ სლაიდებზე მხოლოდ ძირითადი, აუცილებელი ინფორმაცია. არ გადატვირთოთ სლაიდი ვრცელი ტექსტით.
- არ გამოიყენოთ ძალიან ბევრი სლაიდი, რაც ხელს უშლის საკითხზე ფოკუსირებას.
- ერიდეთ ვრცელი წინადადებების გამოყენებას ტექსტში.
- ერიდეთ ბევრი სასვენი ნიშნის გამოყენებას.
2) დიზაინი და გაფორმება
- გაიმეორეთ ფონისა და შრიფტის ფერები.
- გაიმეორეთ ძირითადი ელემენტების (სათაური, ქვესათაური, ძირითადი ტექსტი და სხვ.) მდებარეობა სლაიდზე, ასევე, შრიფტი, ფერი, ზომა და სხვ.
- დატოვეთ სლაიდებზე საკმარისი ცარიელი სივრცე, რაც კითხვადობასა და აღქმას აადვილებს.
- სასურველია, შრიფტის ზომა 20-დან 48-მდე დიაპაზონში მოექცეს.
- სასურველია, თითო სლაიდზე 8 ხაზზე მეტი ტექსტი არ მოათავსოთ.
- სასურველია, თითოეულ ხაზზე 5-7 სიტყვა მოათავსოთ.
- დარწმუნდით, რომ ტექსტი მკაფიოდ ჩანს ფონზე (გამოიყენეთ კონტრასტული ფერები).
- უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაციისათვის გამოიყენეთ მოზრდილი შრიფტი.
- სურათები მკაფიოდ უნდა ჩანდეს და შეესაბამებოდეს სლაიდის სათაურსა და ტექსტს.
- სლაიდები არ უნდა იყოს გადატვირთული ილუსტრაციებით.
შემაჯამებელი რეკომენდაცია
მას შემდეგ, რაც დაასრულებთ საპრეზენტაციო ფაილის მომზადებას, საბოლოოდ გადახედეთ და დარწმუნდით, რომ შინაარსი და დიზაინი ზუსტად შეესაბამება პრეზენტაციის მიზანს. დახვეწეთ დეტალები, რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესად გადასცეთ მასალა და დაეხმარება მოსწავლეებს, უკეთ გაიგონ და აითვისონ შინაარსი.
Комментарии
Отправить комментарий