ერთკომპიუტერიანი
კლასი
ერთკომპიუტერიან საკლასო ოთახში ჩასატარებელი გაკვეთილების
მომზადების დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ ერთი კომპიუტერით ყველა მოსწავლე რიგ-რიგობით
ისარგებლებს, სამუშაო დროის ხანგრძლივობა შეიძლება ძალიან დიდი აღმოჩნდეს.
ეს რესურსი (კომპიუტერი) სასარგებლო უნდა იყოს ყველა მოსწავლისთვის.
მაგალითად, შესაძლოა რომელიმე მოსწავლემ ან მასწავლებელმა მოახდინოს გარკვეული თვალსაჩინო
მასალის დემონსტრირება. ამ დროს ეკრანი საკმარისად დიდი უნდა იყოს, ან კლასში უნდა
გვქონდეს პროექტორის გამოყენების საშუალება.
მრავალკომპიუტერიანი კლასი
მრავალკომპიუტერიან საკლასო ოთახში გაკვეთილების მომზადება
და ჩატარება გარკვეული თავისებურებებით გამოირჩევა, რაზეც ამ ქვეთავში გავამახვილებთ
ყურადღებას.
კომპიუტერების სიმრავლე საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლო
პროცესში ინტეგრირების მეტ შესაძლებლობას იძლევა. მულტიკომპიუტერული კლასი საკლასო
ოთახში ორი ან მეტი კომპიუტერის არსებობას გულისხმობს. რამდენიმე კომპიუტერის არსებობა
მოსწავლეთა მცირე ჯგუფების (ან მთელი კლასის) ტექნოლოგიურ აქტივობებში ჩართვის საშუალებას
გაძლევთ. შეგიძლიათ კომპიუტერების ერთდროულად სხვადასხვა მიზნით გამოყენებაც (მაგ.,
მათემატიკაში, სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის და ა. შ.).|
ერთკომპიუტერიანი
საკლასო ოთახი
|
მრავლკომპიუტერიანი
საკლასო ოთახი
|
|
• არ
იქმნება ჯგუფები;
• მასწავლებელი
კომპიუტერს, ძირითადად, გამზადებული მასალების დემონსტრირებისთვის იყენებს;
•
კომპიუტერის ინტერნეტში ჩართვის შემთხვევაში, იგი
გამოიყენება მასალების მოსაძებნად და ჩამოსატვირთად, მოსწავლეთა ნაშრომების გამოსაქვეყნებლად,
ელექტრონული კომუნიკაციის დასამყარებლად სხვა კლასთან ან ადამიანებთან.
|
• მასწავლებელი
აძლევს მოსწავლეებს ჯგუფურ ან ინდივიდუალურ სამუშაოს;
•
მოსწავლეთა ჯგუფებს ან ყველა მოსწავლეს აქვს საშუალება,
დამოუკიდებლად შეასრულოს
სამუშაო;
• ინტერნეტში
ჩართვის შემთხვევაში, მოსწავლეებს საშუალება აქვთ, ოპერატიულად გამოაქვეყნონ შესრულებული
სამუშაოები;
•
ადვილად შეიძლება საქაღალდეებისა და ფაილების გაზიარება.
|
შეფასება
|
|
განმავითარებელი
|
განმსაზღვრელი
|
|
მიზანი
|
სწავლის ხარისხის გაუმჯობესება; მოსწავლის განვითარების
ხელშეწყობა;
|
სწავლის ხარისხის გაკონტროლება;
მოსწავლის მიღწევის დონის დადგენა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში;
აკადემიური მოსწრების დონის განსაზღვრა;
|
|
შეფასების
საგანი
|
სწავლის პროცესი
|
სწავლის შედეგი
|
|
შეფასების
შედეგად მიღებული გადაწყვეტილება
|
წინსვლის ხელშესაწყობად განსხვავებული აქტივობის
შერჩევა, სწავლების სტრატეგიის შეცვლა, რჩევა-დარიგების მიცემა და სხვ.
|
მომდევნო ეტაპზე (კლასში/საფეხურზე) დაშვება/არ
დაშვება
|
|
წარმარტების
კრიტერიუმების განსაზღვრა
|
კონკრეტული
მოსწავლის წინსვლის საფუძველზე (საკუთარ
მიღწევებთან მიმართებით - რა დონეს ფლობდა,
რა დონეს ფლობს)
|
იმის საფუძველზე, თუ რამდენად მიაღწია სტანდარტით
განსაზღვრულ შედეგებს (ყველასათვის საერთო, სტანდარტით დადგენილ ნორმასთან მიმართებაში)
|
|
შეფასების
საშუალებები
|
თვით/ურთიერთშეფასების რუბრიკა; კითხვარი;
სიტყვიერი (ზეპირი/წერილობითი) კომენტარი;
უნარის განვითარების დონის აღწერა.
|
ქულა
|
შეფასების სქემა / რუბრიკა
რუბრიკა არის მოსწავლის სწავლის შესაფასებელი ინსტრუმენტი,
რომელიც ეფექტიანად გამოიყენება განმავითარებელი
შეფასებისათვის. ის ასახავს მოსწავლის მიღწევას ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით. რუბრიკის
დასამზადებლად, პირველ რიგში, უნდა განვსაზღვროთ, რა არის მთავარი მოსწავლის მუშაობაში.
მას შემდეგ, რაც განისაზღვრება საკვანძო ასპექტების ჩამონათვალი, კეთდება შეფასების
კრიტერიუმთა ნუსხა. საკლასო პროცესში რუბრიკების ინტეგრირება სამი გზით არის შესაძლებელი:
1. გამოიყენოთ
უკვე არსებული რუბრიკა;
2. აიღოთ
არსებული რუბრიკა და შესწორების შემდეგ, მოარგოთ იგი კლასის საჭიროებებს;3. თავად დაამზადოთ
რუბრიკა.
ზოგჯერ პირველი და მეორე ვარიანტის არჩევა შეუძლებელია
იმის გამო, რომ თქვენი საგნისა და კლასისათვის შესაბამისი რუბრიკა არ მოიპოვება. ასეთ
შემთხვევაში, რუბრიკის დამოუკიდებლად ან კოლეგებთან ერთად დამზადება მოგიწევთ, რაც
არც იმდენად რთული საქმეა. მთავარია, არ დაგავიწყდეთ რუბრიკის დანიშნულება და მისი
აგების ძირითადი პრინციპები.
საფეხური 1. ჩამოაყალიბეთ ნამუშევრის საკვანძო
ასპექტები, რომლებსაც შეაფასებთ (ოპტიმალური რაოდენობაა 3-5). ეს ასპექტები რუბრიკაში
კრიტერიუმების სახით ჩამოიწერება.
საფეხური 2. დააკვირდით მოსწავლეთა ნამუშევრის რეალურ ნიმუშებს, რათა დარწმუნდეთ,
რომ არც ერთი საკვანძო ასპექტი არ გამოგრჩათ. თუ ნიმუშების განხილვის შემდეგ საჭიროდ
მიიჩნევთ, ჩაასწორეთ და შეავსეთ საკვანძო ასპექტების ნუსხა. საფეხური 3. ჩამოაყალიბეთ და დაწერეთ თითოეული ასპექტის მოკლე განმარტება.
საფეხური 4.
გააკეთეთ კონტინუუმი (შკალა) ნამუშევრების რანჟირებისათვის. განსაზღვრეთ, რამდენი პუნქტი
ექნება თქვენს კონტინუუმს/შკალას (ოპტიმალური რაოდენობა: 3 ან 4). შეუსაბამეთ თითოეულ
პუნქტს თავისი ნომერი ან სიტყვიერი აღწერა.
საფეხური
5. აღწერეთ თითოეული პუნქტის შესაბამისი ინდიკატორი/მაჩვენებელი
(ნამუშევრის აღწერა) თითოეული ასპექტისათვის
საფეხური 6. გამოსცადეთ
თქვენი რუბრიკა რეალურ ნიმუშებზე. გადახედეთ რუბრიკას და შეიტანეთ ცვლილება-დამატებანი
საჭიროების მიხედვით.
საფეხური 7. სასურველია,
გააცნოთ რუბრიკა მოსწავლეებს და მშობლებს როგორც სასწავლო ციკლის დაწყებამდე, ისე მსვლელობისას
(საჭიროების მიხედვით).
როგორც წესი, შეფასების სქემას (რუბრიკას) ცხრილის ფორმა აქვს. ცხრილის
პირველ სვეტში მოცემულია სხვადასხვა კრიტერიუმი/ასპექტი, რომლის მიხედვითაც ხდება მოსწავლის
მოსწრების შეფასება. მას მოსდევს აკადემიური მოსწრების სხვადასხვა დონე და თითოეული
დონის შესაბამისი ინდიკატორების აღწერა.
გავეცნოთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკის ერთ-ერთ ნიმუშს:
|
კრიტერიუმი/ შკალა
|
დაბალი
|
საშუალო
|
კარგი
|
საუკეთესო
|
|
პრეზენტაციის ვიზუალური ნაწილი
|
მოუწესრიგებელია, არ შეესაბამება
შინაარსს.
|
მოწესრიგებულია, ვიზუალური მასალა
ნაკლებად შეესაბამება შინაარსს.
|
მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია,
ზოგადად, შეესაბამება პრეზენტაციის შინაარსს.
|
ზუსტად შეესაბამება შინაარსის
ყოველ კომპონენტს.
|
|
ორიგინალობა
|
დასტურდება პლაგიატის ელემენტები.
|
მინიმალურად ორიგინალური.
|
საკმარისად ორიგინალური.
|
მთლიანად ორიგინალური.
|
|
დავალებასთან შესაბამისობა
|
საერთოდ არ შეესაბამება დავალებას.
|
მიჰყვება ინსტრუქციათაგან მხოლოდ
ზოგიერთს.
|
მიჰყვება ინსტრუქციებს, თუმცა
ზოგჯერ ზედაპირულად.
|
ყველა ინსტრუქცია გათვალისწინებულია,
დავალება სრულყოფილად არის შესრულებული.
|
|
მთლიანი
შთაბეჭდილება
|
მიზანი არ არის მიღწეული, ან
მოთხოვნების უმრავლესობა არ არის გათვალისწინებული.
|
მინიმალურად არის მიღწეული დასახული მიზანი, გათვალისწინებულია
ზოგიერთი მოთხოვნა.
|
მიღწეულია გარკვეული მიზანი,
მოთხოვნა, ზოგადად, გათვალისწინებულია.
|
ყველა მიზანი სრულად არის მიღწეული.
|
რუბრიკის
ელექტრონული ვერსიის შედგენა შესაძლებელია საოფისე პროგრამით. მასწავლებელმა/კათედრამ შეიძლება დამოუკიდებლად შეარჩიოს რუბრიკის ფორმა. მაგალითად:
|
კრიტერუმი
|
მინიმალური
|
საშუალოზე დაბალი
|
საშუალოზე მაღალი
|
მაქსიმალური
|
|
კრიტერიუმი 1
|
|
|
|
|
|
კრიტერიუმი 2
|
|
|
|
|
|
კრიტერიუმი 3
|
|
|
|
|
Комментарии
Отправить комментарий