მოსწავლეთა შეფასების (ნიშნების წერის) სისტემა
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით
2011-2016
სასწავლო წელი მუხლი 17.
აკადემიური მიღწევის დონეები და შეფასების სისტემა
1. მ
ოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით ხუთი დონის მიხედვით.
2. I-IV
კლასებში მოსწავლე არ ფასდება ქულებით. ამ კლასებში სემესტრის ბოლოსა და წლისბოლოს
კლასის დამრიგებელმა, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე,
უნდა დაწეროს მოკლე, შემაჯამებელი წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს,
აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს გავარჯიშება საკუთარი
შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად.
3. V-XII
კლასებში მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით.
4. მ
ოსწავლე ფასდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ როგორც სავალდებულო, ასევე
არჩევით საგნებში.
5. V
-XII კლასებში საგანში ”სპორტი” მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.

51. საგანში ,,საგზაო
ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება” მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ
ჩაეთვალა.
6. დ
ამატებითი სავალდებულო საგნების შეფასება არ იანგარიშება წლიური ქულის გამოთვლისას.
7. მ
ოსწავლე ”აბიტურის საათის” ფარგლებში შესაძლებელია
შეფასდეს განმავითარებელი შეფასებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის
24 აგვისტოს ბრძანება №138/ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
ქულები
|
შეფასების დონეები
|
10
|
|
9
|
მაღალი
|
8
|
|
7
|
საშუალოზე მაღალი
|
6
|
საშუალო
|
5
|
|
4
|
|
3
|
საშუალოზე დაბალი
|
2
|
დაბალი
|
1
|
მუხლი 18. საგნის სემესტრული ქულის შემადგენელი კომპონენტები
1. სემესტრის
მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით: ა) საშინაო დავალება;
ბ) საკლასო დავალება;
გ) შემაჯამებელი დავალება.
2. შეფასების
სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს.
3. ს
აშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე
განმავითარებელი შეფასება.
4. შ
ემაჯამებელი დავალების კომპონენტში აუცილებელია განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება.
5. ე
როვნული სასწავლო გეგმა თითოეული საგნისათვის განსაზღვრავს სემესტრის განმავლობაში
ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალურ რაოდენობას. ამ კომპონენტით
შეფასებისას:
ა) სტანდარტის მოთხოვნათა
დასაკმაყოფილებლად, აუცილებელია შემაჯამებელი დავალების მრა-
ვალგვარი ფორმის გამოყენება (თხზულება, მოხსენება, რეფერატი,
პროექტი, საველე-გასვლითი სამუშაო, ლაბორატორიული კვლევა, სახვითი და გამოყენებითი
ხელოვნების ნიმუში და სხვ.);
ბ) მოსწავლე ვალდებულია
შეასრულოს კლასში ჩატარებული ყველა შემაჯამებელი დავალება (ეროვნული სასწავლო გეგმით
დადგენილი სავალდებულო მინიმუმი და სკოლის მიერ დამატებით დადგენილი, ამ უკანასკნელის
არსებობის შემთხვევაში);
გ) თუ მოსწავლე არ შეასრულებს რომელიმე შემაჯამებელ
სამუშაოს გაცდენის გამო, სკოლა ვალდებულია, მისცეს მას გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების
აღდგენის საშუალება. შემაჯამებელი აღდგენითი სამუშაოს ვადები და მისი ჩატარების ფორმა
განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.
მუხლი 19. განმსაზღვრელი შეფასების ქულათა სახეობები
ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში გამოიყენება განმსაზღვრელი შეფასების შემდეგი
სახეობები:
ა) საგნის მიმდინარე და შემაჯამებელი ქულები – საშინაო,
საკლასო და შემაჯამებელი კომპონენტის ქულები,
რომლებსაც მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში;
ბ) საგნის სემესტრული ქულა – საგანში მიღებული შეფასება
თითოეულ სემესტრში (სემესტრული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, გამოითვლება მისი გათვალისწინებით);
გ) საგნის წლიური ქულა – სემესტრული ქულებიდან გამომდინარე
შეფასება საგანში. წლიურ ქულაში შეიძლება წლიური გამოცდის ქულაც აისახოს, თუ ასეთი
გამოცდა გათვალისწინებულია სასკოლო სასწავლო გეგმით და სკოლის მიერ განსაზღვრულია,
რომ მას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე;
დ) საერთო წლიური ქულა – საგნების წლიური ქულებიდან გამომდინარე
შეფასება;
ე) საფეხურის საერთო
ქულა – ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის (დაწყებითი, საბაზო,საშუალო) საერთო შეფასება.
მუხლი 20. ქულების გამოანგარიშების წესი
1. საგნის
სემესტრული ქულის გამოანგარიშების წესი:
ა) მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში სამივე კომპონენტში
(საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი) მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულების
რაოდენობაზე;
ბ) მიღებული ქულა უნდა დამრგვალდეს მთელის სიზუსტით
(მაგ., 6.15 მრგვალდება 6-მდე, 7.49 მრგვალდება 7-მდე, 8.5 მრგვალდება 9-მდე);
გ) იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არა აქვს შესრულებული
ყველა შემაჯამებელი დავალება, მისი სემესტრული ქულის გამოსაანგარიშებლად სამივე კომპონენტში
მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულებისა და შეუსრულებელი შემაჯამებელი
დავალებების რაოდენობის ჯამზე.
2. საგნის წლიური ქულის გამოანგარიშების წესი:
ა) საგნის წლიური ქულის გამოსაანგარიშებლად საგნის
სემესტრული ქულების ჯამი უნდა გაიყოს ორზე;
ბ) საგნის წლიური ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით
(მაგ., 7.25 მრგვალდება 7-მდე, 4.49 მრგვალდება
4-მდე, 9.5 მრგვალდება 10-მდე);
გ) თუ სასკოლო სასწავლო გეგმა ითვალისწინებს წლიური
გამოცდის ჩატარებას და განსაზღვრულია, რომ ამ გამოცდის ქულაც აისახება წლიურ ქულაზე, მაშინ
საგნის წლიური ქულა სამი (ორი - საგნის სემესტრული და ერთი - გამოცდის) ქულის საშუალო არითმეტიკულია (დამრგვალებული მთელის
სიზუსტით).

3. საერთო
წლიური ქულის გამოანგარიშების წესი:
ა) საერთო წლიური ქულის გამოსაანგარიშებლად უნდა შეიკრიბოს
ეროვნული სასწავლო გეგმით კონკრეტული კლასისთვის გათვალისწინებული ყველა სავალდებულო
საგნის წლიური ქულა (საშუალო საფეხურზე, აგრეთვე, სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული
არჩევითი საგნების ქულები სავალდებულო საგნების წლიურ ქულებთან ერთად) და ჯამი გაიყოს
ქულების რაოდენობაზე;
ბ) საერთო წლიური
ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით (მაგ., 7.14 მრგვალდება 7.1-მდე,
8.15 მრგვალდება 8.2-მდე).
4. საფეხურის
საერთო ქულის გამოანგარიშების წესი:
ა) ს აფეხურის საერთო ქულა გამოითვლება
იმავე პრინციპით, რომლითაც ითვლება საერთო წლიური ქულა: ჯამდება საფეხურის მანძილზე
ნასწავლი ყველა საგნის წლიური ქულა (მაგ. მათემატიკა მე10 კლასი, მათემატიკა მე-11
კლასი, მათემატიკა მე-12 კლასი, ქართული მე-10 კლასი, ქართული მე-11 კლასი, ქართული
მე-12 კლასი და ა.შ.) და ჯამი იყოფა ქულების საერთო რაოდენობაზე;
ბ) საფეხურის საერთო ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით
(მაგ., 6.43 მრგვალდება 6.4-მდე, 7.58 მრგვალდება 7.6-მდე).
მუხლი 21. კლასისა და საფეხურის დაძლევა
1. კ
ლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის თითოეული საგნის წლიური ქულა არის 5 ან მეტი,
რაც აძლევს მას მომდევნო კლასში გადასვლის უფლებას.
2. დ
აწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საერთო საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი, რაც აძლევს მას საბაზო
საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.
3. ს
აბაზო საფეხური დაძლეულად
ჩაითვლება, თუ მოსწავლის საერთო საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი, რაც
აძლევს მას საბაზო განათლების ატესტატის აღების,
ან საშუალო საფეხურზე გადასვლის უფლებას.
4. ს
აშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საერთო საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის
5.0-ან მეტი, რაც აძლევს მას სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე გასვლის უფლებას.
Комментарии
Отправить комментарий